GEO ENG
GEO ENG

რა მისიის შესრულება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის მიერ

დღეს ბევრი ადამიანი არის ისეთი რომელმაც ანაბარი გამოიტანა ბანკიდან და სახლში ან მისი გადასახედიდან სხვა უფრო უსაფრთხო ადგილას ინახავს. არადა ეკონომიკური წინსვლისთვის  ყოველი ლარიც კი მნიშვნელოვანია რომ უქმად არ იყოს და რაღაცაში გამოიყენებოდეს.

 

ვფიქრობთ ეროვნულმა ბანკმა უნდა აწარმოოს კამპანია, რომლითაც მოსახლეობას მიმართავს რომ ნუ შეეშინდებათ და შეიტანონ ანაბრები ბანკში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ამისთვის კარგი იქნება თუ მომზადდება სხვადასხვა მრავალფეროვანი სარეკლამო კლიპები, სადაც გამოჩნდება თუ როგორ ეხმარება ეს ფული ეკონომიკას, როგორ აისახება ის თავად იმ ადამიანის კეთილდღეობაზე, რომელსაც ანაბარი შეაქვს ბანკში და რა იკარგება იმით როდესაც ეს თანხა გამოუყენებლად სადმე დევს. ასევე კლიპი სადაც ჩანს რომ ეროვნულ ბანკს რა სახის კონტროლის ინსტრუმენტები აქვს ბანკებისთვის და როგორ არ ზარალდება მეანაბრე თუნდაც მოხდეს ბანკის გაკოტრება.

 

ასეთი კამპანიის წარმოება ვფიქრობთ სწორედ ეროვნული ბანკის მიერ უნდა მოხდეს, რადგან ბანკების მიმართ ნდობა დაკარგულია მოსახლეობაში და  მათი მხრიდან ამის გაკეთება არა ეფექტური იქნება (აღიქმება როგორც ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია). ეროვნულ ბანკს კი მათთან შედარებით უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს ხალხის თვალში.