GEO ENG
GEO ENG

რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ჯანდაცვის სისტემის საექსპორტო ნაწილი საქართველოში

ვფიქრობთ, დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში სამედიცინო-დიაგნოსტიკური მომსახურების განვითარებას. ქვეყნის მდებარეობა, ტრადიციები და მეზობელ ქვეყნებში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა კარგ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ საქართველო და კერძოდ თბილისი რეგიონალური ცენტრი გახდეს ურთულესი და ყველაზე თანამედროვე სამედიცინო გამოკვლევების თვალსაზრისით.

თუ ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ამ მიმართულებით სპეციალურ პროგრამას და დანარჩენ მთავრობასთან, არსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან თანაშრომლობით შეეცდება ამ სფეროს განვითარების დაჩქარებას შეუწყოს ხელი ეს ძალიან მომგებიანი იქნება დარგის განვითარებისათვის, სამედიცინო ტურმიზმის ხელშეწყობისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის.