GEO ENG
GEO ENG

რა კუთხით შეიძლება განავითარონ საკუთარი ბიზნესი ღვინის კომპანიებმა

ვფიქრობთ, ღვინის რომელიმე მწარმოებელმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის, შესაძლოა, იზრუნოს ასორტიმენტის გაფართოებაზე. ღვინის გარდა შეიძლება დაიწყოს ყურძნის წვენის, ფელამუშისა და ჩურჩხელის წარმოება–რეალიზაცია. ამით ის შეძლებს, არა უბრალოდ გამორჩეული იყოს სხვა ღვინის მწარმოებლებისაგან, არამედ ახალი ბაზრებიც აითვისოს. 

 

ასეთი პროდუქტები, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, შეიძლება წარმატებით გაიყიდოს იმ ქვეყნებში, სადაც ქართველების კონცენტრირების მაღალი მაჩვენებელია (მაგ: საბერძნეთში). უფრო მეტიც, თუ ეს პროდუქცია ხარისხიანი და გემრიელი იქნება, შესაძლოა, კომპანიას ღვინის რეალიზაციებშიც წაეხმაროს გარკვეულწილად, რადგან ხალხი გაიცნობს და მის მიმართ ნდობა გაუჩნდებათ.