GEO ENG
GEO ENG

რა დახმარების გაწევა შეუძლია თსუს სტუდენტებისთვის

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ თსუ გააკეთებს საკონსულტაციო ცენტრს და სპეციალურ სასწავლო კურსებს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურთ მაგისტრატურა უცხოეთში გაიარონ.

 

ეს ცენტრი უნდა აძლევდეს სტუდენტებს ინფორმაციას უცხოეთში არსებულ საუკეთესო სასწავლებლებზე, უწევდეს რეკომენდაციებს, თუ რა არის საჭირო იქ ჩასაბარებლად, ამასთან ამზადებდეს მათ ტესტირებებისთვის და გამოცდებისთვის მაღალ დონეზე.

 

რაც მეტი სტუდენტი ჩააბარებს უნივერსიტეტიდან უცხოურ მაგისტრატურაში, მით უფრო მიმზიდველი გახდება ის, თავის დანიშნულებასაც უკეთესად შეასრულებს და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაც გაუჩნდება.