GEO ENG
GEO ENG

რა გზით შეუძლია აითვისოს ბავშვების სეგმენტი რომელიმე ტურისტულ კომპლექსს

ვფიქრობთ, დიდი და აუთვისებელი მიმართულებაა მაღალი ხარისხის საზაფხულო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისათვის. ძალიან ბევრი მშობელი კი გადაიხდის ფულს მათი შვილების შინაარსიან და ხარისხიან დასვენებაში ზაფხულობით. ვფიქრობთ ისეთ ტურისტულ კომპლექსს, ვისაც ამ მიმართულების კარგად განვითარება შეუძლია,  აქვს პოტენციალი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო საზაფხულო ბანაკი გააკეთოს აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, თურქი და რა თქმა უნდა ქართველი ბავშვებისათვის.

 

ამისათვის კი საჭირო იქნება:

 

კარგი პროგრამის შედგენა, ჯგუფის ლიდერების შერჩევა მომზადება, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, სკოლის დირექტორებთან მუშაობა ინფორმაციის გასავრცელებლად და სკოლების მიხედვით საკომისიოს გადახდა თითოეული ბავშვისათვის, რომლებიც იმ სკოლებიდან ბანაკში წამოსვლას გადაწყვეტენ. ინფორმაციის გავრცელება იგივე სქემით შეიძლება მეზობელი ქვეყნების სკოლებშიც.