GEO ENG
GEO ENG

რა გზით შეუძლიათ ერთობლივი წარმატების მიღწევა სოკარს და ფარმაცევტულ კომპანიებს

სოკარისთვის ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს თუ პსპ-ს, ავერსს, ან ჯიპისის (ან სამივეს ერთად) შესთავაზებს ფასდაკლებას მათი ლოიალურობის პროგრამებში ჩართული ადამიანებისათვის (ღიმილი, მტრედი, ზღარბი ბარათის მომხმარებლებისათვის). და თანაც თუ ამ ფასდაკლების შესახებ ინფორმაციასაც თვითონვე გაავრცელებს. 

 

როგორც ცნობილია მარტო პსპ-ს 120 000 მეტი ასეთი მომხმარებელი ყავს. საიდანაც ბევრმა შეიძლება სიხარულით ისარგებლოს ამ შემოთავაზებით, რაც ამ აგს ქსელს ბევრ ახალ კლიენტს და ბაზარზე სწრაფი ზრდის შესაძლებლობასაც მისცემს.

 

ეს წინადადება წესით საინტერესო უნდა იყოს თვითონ ფარმაცევტული კომპანიებისთვისაც, ვინაიდან ისინი ამით მნიშნელოვნად გაუზრდიან ღირებულებას მათ ბარათებს და მომხმარებლების კმაყოფილებაზეც დადებითად იმოქმედებენ.