GEO ENG
GEO ENG

რა გამოუყენებელი შესაძლებლობა არსებობს „პოპულის“ სუპერმარკეტების ქსელში

იქნება შთაბეჭდილება, რომ დღეს პოპულის ქსელს  გაყიდვების რიცხვი საგრძნობლად შეუმცირდა. ფინანსურმა სირთულეებმა განაპირობა ის, რომ მომხმარებლებმა ბაზრობებს მიაშურეს, რადგანაც ბევრი პროდუქციის შეძენა პოპულის ქსელში საკმაოდ მაღალ ფასებთან ასოცირდება. საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს ერთჯერადი აქციები, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს და მომხმარებლებს ლოიალურობას გაუზრდის, თან გაყიდვების რიცხვსაც დადებითისკენ შეცლის. მაგალითად  კვირაში ერთ დღეს გამოაცხადოს აქცია სპეციალურად დედებისთვის, სადაც ფასდაკლებით გაიყიდება ბავშვის მოვლის და კვების საშულებები. ამას გარდა სანამ ზაფხულის სეზონი დასასრულს მიუახლოვდება, პიკს აღწევს ქალაქიდან დამსვენებლების გადინება. აგარაკებზე დამსვენებლების უმრავლესობა თანხის დაზოგვის მიზნით პროდუქტებს იმარაგებს ბაზრობებზე განსხვავებით სუპერმარკეტების ქსელისგან. კარგი იქნება თუ პოპული გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. პარასკევს საღამოს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში დააწესოს დამატებითი ფასდაკლება  სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე: კიტრზე, პომიდორზე, კარტოფილზე და ა.შ. ამ აქციამ შესაძლებელია უბიძგოს დამსვენებლებს ჩაანაცვლონ ბაზრობები პოპულის მაღაზიებით, სადაც ბაზრობის ფასად და კომფორტულად შეძლებენ სასურველი პროდუქციის შეძენას. სავარაუდოდ, ასეთი  ტიპის  ერთჯერადი აქციები  წარმატებული იქნება.