GEO ENG
GEO ENG

რა ახალი პროდუქტი დაეხმარება ლუდის მწარმოებელს ზამთრის გაყიდვების ზრდაში

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ ლუდის მწარმოებელი რომელიმე კომპანია, ზამთრის და ცივი ამინდების დადგომისას, ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს ცხელ ლუდს.

 

ცნობილია, რომ ზამთარში ლუდის მოხმარება მნიშვნელოვნად კლებულობს, რადგანაც საქართველოში ლუდს მხოლოდ ჩაციებულ მდგომარეობაში მოიხმარენ. შემთბარი ლუდი კი საკმაოდ პოპულარულია ევროპულ ქვეყნებში და ასევე ცნობილია, რომ ლუდი ბევრად უფრო არომატულია, როდესაც მას გარკვეულ ტემპერატურამდე გაათბობენ, ამასთან, ერთად ის დაბალგრადუსიანია და გათბობის კარგი საშუალებაა.

 

თუ ერთ–ერთი კომპანია შეძლებს თბილი ლუდის მიწოდებას ადამიანებისთვის, ვფიქრობთ, მისი რეალიზება ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ცივი ლუდის რეკლამირება ზამთრის პერიოდში.