GEO ENG
GEO ENG

რა ახალი მიმართულების განვითარება შეუძლია ელექტრო ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებს

ვფიქრობთ, რომ ელექტრო ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებისათვის საინტერესო შესაძლებლობა იქნება ტექნიკის გაქირავების სერვისის დამატება.

 

ასეთი სერვისით სარგებლობა ისეთ პროდუქციაზე შეიძლება გავრცელდეს, როგორიცაა პროექტორი, ვიდეო აპარატი, ფოტოკამერა, აუდიო-ვიდეო მოწყობილობები, ტელევიზორი…

 

მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ეს პროდუქტი ყოველდღიურად არ სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში  ახლობლებისგან უწევს თხოვება. თუ ვინმე ასეთ ტექნიკას  მისაღებ ფასად მიაქირავებს და მომხმარებელს საშუალება ექნება შეარჩიოს მისთვის ყველაზე სასურველი მოდელი, ვფიქრობთ, ბევრი დაინტერესდება.

 

ასეთი ტიპის ინოვაციური იდეა, უფრო სასურველს გახდის მომხმარებლებისთვის ამ კომპანიას. ის ხშირად ისარგებლებს ამ მომსახურებით დასამახსოვრებელი დღეების ფირზე აღსაბეჭდად, ფეხბურთის ჩემპიონატის მეგობრებთან ერთად დიდ ეკრანზე საყურებლად თუ სამუშაო შეხვედრისთვის პრეზენტაციის საჩვენებლად.