GEO ENG
GEO ENG

რაც უფრო მნიშვნელოვანია ადამიანები ორგანიზაციისთვის

რაც უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის ადამიანები, მათი ნიჭისა და უნარების ორგანიზაციის ინტერესების სამსახურში ჩაყენება, მით უფრო აქტუალურია, როგორ არის განაწილებული როლები, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება მათ შორის.

დიდ ნაწილში სწორედ ეს განაწილება ქმნის მათ მოტივაციას. იგი განსაზღვრავს მათი მოქმედების ორიენტირებს ყოველდღიურ საქმიანობაში, განაპირობებს მათში დაგროვებულ ცოდნას და ინფორმაციას, განსაზღვრავს მათი პასუხისმგებლობის ხარისხს. იმას, თუ რაზე ხარჯავენ დროს, ყურადღებას და ძალისხმევას დილიდან საღამომდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე.

თუკი ამ ადამიანებს შორის როლებს, პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად არ გავანაწილებთ, თანამშრომლები ივლიან სამსახურში, იმუშავებენ კიდეც, მაგრამ მათი ძალისხმევა და რესურსები ორგანიზაციისთვის სასარგებლოდ ვერ დაიხარჯება. ბევრი შესაძლებლობა, დრო და ძალისხმევა დაიკარგება უქმად, ადამიანები ვერ გამოიყენებენ საკუთარ უნარებს, ან ორგანიზაცია ვერ მიიღებს საკმარის სარგებელს მათი შრომიდან.