GEO ENG
GEO ENG

რატომ შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი ბანკისთვის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება

ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი რაიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლებისა და იმ პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს დაუფინანსებდა (სესხის სახით, სწავლების დამთავრების შემდეგ გადახდის პირობით) სარგებელს მოუტანდა, როგორც თვითონ რაიონს, ასევე შეძლებდა საკრედიტო პორტფელის მოცულობის გაზრდასაც.

 

ეს შესაძლებლობა, ვფიქრობთ, ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებდა _ ესწავლათ იმ პროფესიით, რომელიც ყველაზე მეტადაა პრიორიტეტული და პოტენციალის მქონე თავიანთ რეგიონში. ბანკი სწავლების პერიოდში უნდა აკვირდებოდეს, რამდენად კარაგადაა ჩართული სტუდენტი სწავლების პროცესში, რამდენად კარგი შედეგებით ასრულებს სასწავლო წელს.

 

გვწამს, რომ ეს მათ იმაზე ფიქრს დააწყებინებს, რომ უფრო მეტი საქმე აკეთონ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ. მეორეს მხრივ, გაიზრდება ბანკის მიმართ მათი ლოიალურობა და ბანკის საკრედიტო პორტფელიც.