GEO ENG
GEO ENG

რატომ შეიძლება იყოს განათლების სფერო მიმზიდველი ბანკებისთვის

ვფიქრობთ, ის ბანკი, რომელიც სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბებას შეძლებს, განათლების სფეროში ძალიან ადვილად და დიდი წარმატებით დაიკავებს მნიშვნელოვან სეგმენტს. 

 

ეს სეგმენტი ერთ–ერთი ყველაზე სტაბილურია ყველაზე ძლიერი კრიზისის დროსაც კი. სახელმწიფო ინვესტიციები და ხარჯები ამ სფეროში თუ არ გაიზრდება, არც შემცირდება. ეს სეგმენტი იძლევა ჯერ ბავშვებზე, შემდეგ კი მათ მშობლებზე გასვლის ძალიან კარგ შესაძლებლობას, რაც ასევე მნიშვნელოვანის ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ამ ყველაფრისათვის კარგი იქნება, თუ ბანკში ჩამოყალიბდება “განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი”. იგი ამ მიმართულებით პროდუქტების, კონტაქტების და მომსახურების ხარისხის განვითარების ჯგუფებს გააერთიანებს. ამ დეპარტამენტის თანაშრომლებისათვის ძალიან ადვილი იქნება როგორც ფასიანი, ისე უფასო საბავშვო ბაღების, სკოლების და სასწავლებლების მოზიდვა და მომსახურება. ეს კი ბანკს მნიშნელოვან დეპოზიტებს, საკომისიო შემოსავლებს მოუტანს, რომ არაფერი ვთქვათ საცალო ბაზარზე განვითარების საუკეთესო პერსპექტივაზე უკვე შემდეგი 5-7 წლის განმავლობაში