GEO ENG
GEO ENG

რატომ და როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს მცირე ბიზნესები მის გარშემო

თუ რომელიმე ცნობადი ავტობრენდის დილერი შეარჩევს ერთ ან რამოდენიმე მოდელს კორპორატიული კლიენტებისთვის და მათთვის სატაქსო მომსახურების გასაწევად გამოიყენებს, მანქანებს არ გაუკეთებს ტაქსებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ნიშნებს, ეცდება, რომ ერთ ორგანიზაციასთან ერთი და იგივე მძღოლები ამუშაოს და მოძრაობის ტრაექტორიის მართვის ეფექტურ სქემას შექმნის, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას შეძლებს.

 

 

ამჟამად თბილისში მოქმედი სატაქსო კომპანიებიდან უდიდესები  შემოსავლების ძირითად ნაწილს  გამოძახებებიდან იღებენ. აქედან ასევე მნიშვნელოვან ნაწილს კორპორატიული კონტრაქტებით გაკეთებული გამოძახებები შეადგენს.

 

არადა კორპორატიული კლიენტებისათვის კი იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, რომ მანქანა გამოძახებიდან მალე მოვიდეს (მათ ხომ ხშირ შემთხვევაში ბევრად ადრე იციან, როდის დასჭირდებათ მანქანა) არის ის, რომ მანქანას არ გამოარჩევდეს ტაქსის ნიშნები, მძღოლი იყოს ნაცნობი და აყვანილი, მომზადებული და მოტივირებული სწორედ ერთი და იმავე კლიენტების მოსამსახურებლად.

 

სწორედ ამიტომ, თუ ავტო დილერი ამოარჩევს რამოდენიმე მოდელს თავისი ასორტიმენტიდან, სწორედ ამ სეგმენტზე ორიენტირებულ სატაქსო მომსახურების სერვისს შექმნის და გაყიდის კორპორატიულ კლიენტებზე, დიდი ალბათობით ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავებას მოკლე ვადებში შეძლებს.

 

ვფიქრობთ, რომ სწორედ ავტოდილერებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ეს შესაძლებლობა იმის გამო უნდა იყოს, რომ:

 

– მათ გაცილებით იაფი დაუჯდებათ საკუთარი ბრენდების ავტომობილების ჩამოყვანა და შემდგომ მომსახურება

 

– ამით საკუთარი ბრენდების დამატებით რეკლამირებას შეძლებენ

 

– ეს კომპანიები ამ გზით, შეძლებენ უფრო კარგად შეისწავლოს იმ კლიენტების საჭიროებები, რომლებსაც მოემსახურებიან და შემდგომში შესთავაზებენ მათთვის მისაღებ და სასურველ ბრენდებს საკუთარი ავტოპარკის დასაკომპლექტებლად.ის ბანკი, რომელიც ფილიალების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა (განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით), თუ თავისი შესასვლელის წინ ტერიტორიას დაასუფთავებდა, განათებით უზრუნველყოფდა, გაამწვანებდა და შემდეგ მისი იერსახის მუდმივად შენარჩენუბაზე იზრუნებდა, დიდ სარგებელს მოუტანდა, როგორც მოსახლეობას, ისე თვით ბანკს.

 

 

რამდენიმე კარგი იდეის მოფიქრება შეიძლება, რითიც ბანკი მისი ფანჯრების წინ პერიმეტრს დამატებით ღირებულებას შესძენდა, იქ მაცხოვრებლებისა თუ მოსიარულეებისთვის უფრო სასიამოვნოს გახდიდა და მომხმარებლების მოზიდვის საშუალებაც გახდებოდა. მათ შორის:

 

პირველ რიგში ყოველ დილას ამ ტერიტორიის დასუფთავება უნდა უზრუნველყოს. დადგას იქ სანაგვე ურნები და სისუფთავის მუდმივად შენარჩუნებას შეეცადოს;

პერიმეტრის განათება უზრუნველყოს, რათა ამ ბანკის წინ და მისი მიმდებარე ტერიტორია საღამოს საათებში ყოველთვის განათებული იყოს;

შეიძლება ქვაფენილიც დააგოს, რათა ბანკამდე ადვილი და სასიამოვნო მისასვლელი იყოს;

გამწვანება უზრუნველყოს. გაზონები გააკეთოს, ლამაზი ყვავილებიც დარგოს (ბანკის ფერებში). შესაბამის სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით, შეიძლება, გაზონებზე წარწერებიც გააკეთოს, რომელიც ბანკის სახელით სთხოვს მომხმარებელს გაუფრთხილდეს და იზრუნოს გარემოზე;

ფასადები მოაწესრიგოს და გაალამაზოს;

შეიძლება, ბანკის ლოგოს გამოსახულებით, ნიშნულებიც დაამაგროს ამ პერიმეტრზე, მეტ ასოციაციას იწვევდეს მომხმრებელში, რომ ამ ტერიტორიაზე სადღაც ამ ბანკის ფილიალი მდებარეობს;

პერიმეტრს კიდევ უფრო დაამშვენებდა საათი, რომელიც სპეციალურად ამ ბანკის იქნებოდა.

ეს ყველაფერი, მთლიანობაში, საინტერესო, ლამაზ და ყველასთვის მიმზიდველ იერს შეუქმნიდა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას, იქ მაცხოვრებლების დიდ კმაყოფილებას გამოიწვევდა, აფიქრებინებდა მათ, რომ ვიღაც მუდმივად ზრუნავს გარემოს დასუფთავებაზე, გამწვანებაზე, განათებაზე და გალამაზებაზე. გაიზრდებოდა ამ ტერიტორიაზე მოსიარულეთა ნაკადი, ბევრ კომპანიას მოუნდებოდა თავისი ოფისი სწორედ ამ ტერიტორიაზე ჰქონოდა, მათ შორის მცირე ბიზნესმენებს. ისინი ყველაზე მეტად დაინტერესდებიან, ახალი ბიზნესის წამოსაწყებად სწორედ ამ ბანკის მიერ შექმნილ გარემოს აირჩევენ და ამავე ბანკის კლიენტები გახდებიან. ბანკის სარგებელიც სწორედ ეს იქნება _  გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას.

 

ვფიქრობთ, ეს პერიმეტრი მთლიანად ბანკთან ასოცირებული გახდება, ცენტრად გადაიქცევა, ყველას მოუნდება იქ ცხოვრება, ბიზნესის წამოწყება თუ უბრალოდ გასეირნება.