GEO ENG
GEO ENG

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ თავის პროდუქციას გაუკეთოს ლამაზი შეფუთვები

თუ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია, თავის პროდუქციის გარკვეულ ასორტიმენტს გაუკეთებს ლამაზ შეფუთვებს, ეს, შეიძლება, დადებითად აისახოს მის გაყიდვებზე.

 

ამჟამად არის რაღაც ტრადიციასავით, რომ სტუმრად წასვლისას თან მიაქვთ ტკბილეული, რაც ძირითადად, არის ხოლმე შოკოლადის კანფეტები. არჩევანის გაკეთებისას კი ყურადღებას აქცევენ გარეგნულ მხარეს, შეფუთვას და საბოლოო ჯამში ირჩევენ იმას, რომელიც უფრო ლამაზად და სოლიდურად გამოიყურება.

 

ისეთი პროდუქცია, რომელიც ძირითადად იყიდება ან წონით ან ძალიან უბრალო შეფუთვებში. თუ მისი მწარმოებელი კომპანია უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს, გემოსთან ერთად, პროდუქციის ვიზუალურ მხარეზეც, ვფიქრობთ, მიეცემა შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს შოკოლადის კანფეტებს და სტუმრად წასვლისას არჩევანი სწორედ მის პროდუქციაზე შეაჩერონ. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ახალი წლის მოახლოებისას.