GEO ENG
GEO ENG

რამ შეიძლება ბანკს მოუტანოს სწრაფი წარმატება

თუ რომელიმე ბანკი მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შესთავაზებს უზრუნველყოფაზე 150-200% მეტი სესხების მიცემას, სანაცვლოდ კი მოითხოვს მათგან :

 

ა) ბრუნვების ბანკის ანგარიშებზე გატარებას (იურიდიული ან ფიზიკური პირების ანგარიშების გამოყენებით).

ბ) ნაყიდი აქტივების უზრუნველყოფაში ეტაპობრივად დამატებას.

გ) მენეჯმენტის პერიოდულ გადამზადებას მართვისა და გაყიდვების სპეციალურ მოკლევადიან პროგრამებზე.

 

პირობების დაცვის კონტროლისათვის კი შექმნის ძლიერ, ქმედით მონიტორინგის სისტემას, მათ შორის გარეშე აუდიტორული კომპანიების დახმარებით.

 

ამით შეძლებს ძალიან სწრაფად გაზარდოს კლიენტების ბაზა, მათ შორის ისეთი ფირმებით, რომლებიც შემდეგი, 2-3 წლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან. ეს ბანკისთვისაც ზრდის მნიშვნელოვანი წყარო გახდება.