GEO ENG
GEO ENG

ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანება

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ერთი ბრენდის ქვეშ მოქცევა უფრო გაუადვილებს მათი შერჩევის პროცესს როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ადგილობრივებს.

 

ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა უფრო იაფფასიან სასტუმროებზე. ჩვენ კი როგორც ასეთი ტიპის სასტუმროების სიმცირეს განვიცდით, ისე მათზე ხელსაყრელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სირთულეს.

 

ვფიქრობთ, ამ პრობლემას ნაწილობრივ გადაჭრიდა ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების იდეა. აუცილებელია ამ ბრენდისთვის ვებ-გვერდის შექმნა, სადაც ყველა იმ სასტუმროს შესახებ განთავსებოდა ინფორმაცია, რომელიც ამ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. სხვა არსებულ ან ახლად აშენებულ სასტუმროებს მასში გაერთიანება მხოლოდ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ შეეძლებათ, როგორც პირობების, ისე ფასის კუთხით, ვარსკვლავების შესაბამისად.

 

ვფიქრობთ, რომ ამგვარად ტურისტები უფრო ორგანიზებულად შეძლებდნენ საცხოვრებელი ადგილის შერჩევას, გაიზრდებოდა მათი ნაკადიც და საბოლოოდ დადებითი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.