GEO ENG
GEO ENG

ოპტიმისტი და პესიმისტი ხელმძღვანელები

ძალიან რთულია ისეთ ხელმძღვანელთან მუშაობა, ვისაც ყოველი ახალი დღის დადგომის ეშინია, დარწმუნებულია, რომ ყველაფერი უკან – უკან მიდის და რომ ხვალინდელი დღე ბევრად უარესი იქნება, ვიდრე დღევანდელია, მიუხედავად იმისა, თუ რას, რამდენს და როგორ გავაკეთებთ.

 

სამაგიეროდ, ბევრად ადვილი და ძალიან კომფორტულია მუშაობა ხელმძღვანელთან, ვინც ოპტიმიზმს ასხივებს, თვითონაც სჯერა და სხვებსაც არწმუნებს, რომ მომავლის შიში არ უნდა გვქონდეს, რომ თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, არ შევჩერდებით და არ ვიზარმაცებთ, ყველაფერი კარგად იქნება და ხვალინდელი დღე  უკეთესი იქნება დღევანდელზე.

 

თუ გვაქვს სურვილი, გუნდის წევრებმა ლიდერის მანდატი მოგვცენ, ალბათ, აჯობებს, ყოველთვის ვეცადოთ პოზიტიური განწყობა გვქონდეს, ჩვენც გვჯეროდეს და სხვებსაც ვარწმუნებდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ასე ადამიანები თვითონაც ოპტიმისტები გახდებიან, ნაკლებს ინერვიულებენ, უფრო მშვიდად იმუშავებენ, ბევრსაც და უკეთ გააკეთებენ და საერთოდ უფრო კმაყოფილებიც იქნებიან, ჩვენთან ერთად, გუნდში ყოფნით.