GEO ENG
GEO ENG

მენეჯერების ორი ცუდი თვისება

მენეჯერებს ძალიან ხშირად აქვთ ჩვევა თუ თვისება გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდეთ საკუთარ უნარებზე და შესაძლებლობებზე, ასევე ძალიან ხშირად ისინი ბევრად ნაკლებად აფასებენ საკუთარი ქვეშევრდომის უნარებს და შესაძლებლობებს იმასთან შედარებით ვიდრე ეს უკანასკნელნი ამას რეალურად იმსახურებენ.

 

სწორედ ეს ორი ცუდი თვისება, საკუთარი შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენა და ქვეშევრდომების უნარების არასაკმარისი დაფასება განაპირობებს ყველაზე მეტად მენეჯერებსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციაში არსებულ ძირითადად პრობლემებს.

 

საკმარისია მენეჯერმა მიდგომა შეცვალოს, ბევრად მეტად დააკვირდეს რა შეუძლიათ მისი გუნდის წევრებს და თუნდაც ოდნავ უფრო კრიტიკულად მიუდგეს საკუთარ სისუსტეებს და დაშვებულ შეცდომებს, რომ ურთიერთობების მკვეთრი დათბობა და კომუნიკაციის სწრაფი გაუმჯობესებაც არ აყოვნებს.