GEO ENG
GEO ENG

ლიდერობის არჩევანი

ამბობენ, ლიდერებად იბადებიანო და რომ გახდე ლიდერი შეუძლებელია, თუ ამისათვის საჭირო აუცილებელი მონაცემები, არ გაგაჩნია. აქვს თუ არა შანსი ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ასეთი ნიშნები გახდეს აღიარებული ლიდერი . მიუხედავად დიდი სურვილისა ?

 

ლიდერობის პირველი პირობაა, ლიდერობა გინდოდეს, თანაც ისე უნდა გინდოდეს, რომ ეს სხვებზე მეტ ძალას გაძლევდეს, გამხნევებდეს და გმუხტავდეს ისე ძლიერად, რომ შენი მხრიდან სხვების დამუხტვას და გამხნევებას ახერხებდე.

 

ლიდერობის მეორე პირობაა მუდმივად აკვირდებოდე, სწავლობდე გუნდის წევრების მოთხოვნებს, სურვილებს და ინტერესებს. ყურადღებით უსმენდე მათ, ცდილობდე გახდე ისეთი, როგორიც შენი გუნდის წევრებს სჭირდებათ და სურთ, რომელსაც ენდობიან და მიყვებიან. ცდილობდე დაემხარო მათ გაიხსნან, მეტად დაიხარჯონ და ბევრად მეტ შედეგს მიაღწიონ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

 

მესამე კრიტიკული პირობაა არ გაჩერდე მიღწეულზე არასდროს. ცდილობდე მეტი ნდობა, მეტი პატივისცემა და მეტი სიყვარული მოიპოვო მათგან ყოველდღიურად იმისათვის, რომ უფრო ძლიერი მანდატი გქონდეს, უფრო მეტის იმედს უჩენდე მათ და ამ იმედებს უმართლებდე.

 

გასაგებია, რომ ლიდერობა ადვილი არ არის, მაგრამ დიდი სურვილის, სხვების მოსმენის და მათზე ზრუნვის, მუდმივი თვითგანვითარების შემთხვევაში ყველას შეუძლია მიიღოს გუნდის წევრებისგან ლიდერის მანდატი, უფრო ძლიერი და უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ხშირად ამას “თვითნაბადი” ლიდერული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ახერხებენ.