GEO ENG
GEO ENG

ლიდერის ტვირთი

ლიდერობა უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე სტატუსი და ძალაუფლების წყარო. ლიდერის როლი გვაიძულებს, ვიფიქროთ სხვებზე მეტად, ვიყოთ დისციპლინირებულები სხვებთან შედარებით, ვინარჩუნებდეთ სიმშვიდეს, როცა სხვები ღელავენ, ვაკეთებდეთ სხვებზე მეტს, ვმუხტავდეთ და შემოქმედების სურვილით ვავსებდეთ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ.

 

ისინი, ვინც ამ ტვირთს გრძნობენ, ასე ცხოვრობენ, ხვდებიან, რომ სხვანაირად ვერ შეძლებენ ლიდერის როლის შესრულებას, ყოველდღიურად ზრუნავენ საკუთარი მანდატის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე. ისინი ძალიან იშვიათად ეძლევიან საკუთარი სტატუსით ტკბობას და თითქმის არასოდეს იყენებენ ძალაუფლებას ბოროტად, ან პირადი ინტერესებიდან გამომომდინარე.

 

ადამიანები, რომლებიც ლიდერის ტვირთს ვერ გრძნობენ, უფრო სიამოვნებას იღებენ სტატუსიდან გამომდინარე და ტკბებიან ძალაუფლებით, აუცილებლად კარგავენ ავტორიტეტსა და ლიდერის მანდატს და მხოლოდ უბრალო, ჩვეულებრივი ხელმძღვანელები ხდებიან, ვისიც აღარც სჯერათ, არც ენდობიან და აღარც რთული საქმეების საკეთებლად მიჰყვებიან.