GEO ENG
GEO ENG

ლიდერი, რომელსაც საკუთარი გუნდის წევრების ამოუწურავი შესაძლებლობების სჯერა

ნამდვილ ლიდერებს სჯერათ საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და ხშირად იმაზე მეტად, ვიდრე თვითონ მათ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.

 

 

თითოეული ადამიანის შესაძლებლობა პრაქტიკულად ამოუწურავია. სამწუხაროდ ადამიანების დიდ უმრავლესობას ამისი არ სჯერა. მათ შორის ხშირად არათუ სხვების, საკუთარი შესაძლებლობებისაც არ სჯერათ. ბევრს ეს ძალიან უშლის ხელს იმაში, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ და აკეთონ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე აკეთებენ.

 

ჩვეულებრივი ხელმძღვანელები ხშირად პირიქით ვიწვევთ თანამშრომლებში თვითშეფასების შემცირებას. ჩვენი გაუთავებელი შენიშვნებით, კრიტიკით, უადგილო რეპლიკებით ადამიანებს ვაფიქრებინებთ, რომ ისინი იმ ნდობასაც კი არ იმსახურებენ, რომელსაც იძულებულები ვართ გამოვუცხადოთ. ამის გამო ხშირად თანამშრომლები კომპლექსდებიან, ბევრად ნაკლებად ინიციატივიანები და შემოქმედებითები ხდებიან, პასუხისმგებლობის აღებას მუდმივად გაურბიან და ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილებებსაც კი ცდილობენ ჩვენს გარეშე არ მიიღონ.

 

კარგი ლიდერები კი საკუთარი გუნდის წევრებს ეხმარებიან დაიჯერონ, რომ მათ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. ამის შედეგად ისინი ამ გუნდში ბევრად დიდ პასუხისმგებლობებს იღებენ, მეტს აკეთებენ, მეტად იხარჯებიან და დიდ წარმატებებსაც აღწევენ.

 

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ ახალი გზები საკუთარი გუნდის მეტი წარმატებისთვის.