GEO ENG
GEO ENG

კანფეტებიანი მძღოლი

ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ყოველ ამომსვლელს კანფეტს ჩუქნის. დღეს მეც მქონდა ბედნიერება, ამ მიკროავტობუსით მემგზავრა. დილა სიხარულით და კარგი განწყობით დაიწყო ყველასათვის, ვინც აქ მოხვდა. ღიმილი, პატარა საჩუქარი, სითბო, სტიკერებით მორთული ფერადი გარემო და კარგი მუსიკა, ყველაფერი სასიამოვნო მგზავრობისათვის.

 

ძალიან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ ამ ადამიანისაგან, მაგრამ მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველაფერი, თუნდაც ისეთი ერთფეროვანი და რუტინული საქმე, როგორიცაა მანქანის ტარება, შესაძლოა აკეთო განსაკუთრებულად დაშენი სერვისით მაქსიმალური ღირებულება შექმნა.

 

თუ ყველა შევეცდებით, მასავით ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, მათ კმაყოფილებაზე, აუცილებლად შევძლებთ გამოვნახოთ სხვადასხვა გზები და მეთოდები, თუნდაც ძალიან მარტივი და უბრალო, რითაც ამას მივაღწევთ.  ეს არის პროფესიონალიზმის მთავარი ამოსავალი წერტილი და მხოლოდ ამით შეიძლება გრძელვადიანი წარმატების და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება.