ვფიქრობთ, რომელიმე მობილური ოპერატორი მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებსაც, აბონენტების რაოდენობასაც და მის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობასაც, თუ მეურვეობას აიღებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე. თუ აბონენტების მიერ გადახდილი თანხებიდან ნაწილს ის ამ ტაძრების კონსერვაციაზე, რესტავრაციაზე ან მიმდინარე შენახვაზე მიმართავს, ბევრი უფრო დიდი სიხარულით გამოიყენებს მის მომსახურებას.