GEO ENG
GEO ENG

თავისუფლება და კომპეტენციის ნდობა

ის რისი გაკეთებაც ჩვენს თანამშრომელს დაახლოებით ჩვენს მსგავსად გამოუვა, ჯობია მას  მივცეთ მისი კეთების თავისუფლება. ამ გადაწყვეტილებას ორი ძირითადი დადებითი ეფექტი ახლავს თან:

 

დავეხმაროთ თანამშრომლებს უფრო თავისუფლად აიღონ იმაზე რთული ამოცანები საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, ვიდრე დღეს ჭრიან, დაუშვან შეცდომები, ისწავლონ ორმაგი დატვირთვით, აიმაღლონ რწმენა საკუთარი შესაძლებლობების და გაიღმავონ კომპეტენციები.

 

მივცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა ჩვენი ძალისხმევა უფრო მეტად მნიშვნელოვან და სასიცოცხლო საკითხებზე მივმართოთ, გავხდეთ მათი საქმიანობის მოდარაჯეები, ვიდრე უშუალოდ მათი საქმის შემსრულებლები.

 

ალბათ, საკუთარ საქმიანობას რომ გადავხედოთ  ყოველთვის შეგვიძლია გამოვყოთ მინიმუმ ერთი ასეთი საქმე, რომელსაც ჩვენი თანამშრომელი ჩვენი დახმარებით დაახლოებით ისევე გააკეთებდა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. თუმცა როგორც ხდება ხოლმე ამ გადაწყვეტილების მიღებისას თითქოს ავტომატურად იკლებს კომპეტენციის ნდობა, არ გვეთმობა ჩვენს მიერ მიღებული ხარისხის ოდნავ მაინც დაგდება, ხანდახან სუბიექტურად, მაგრამ მაინც, მიღებული შედეგებიც არც ისეთი სახარბიელოა და დაუფლებული უკმაყოფილების გემო არც ისე სასიამოვნო.

 

მოსალოდნელია, რომ პირველ ორ  სამ ჯერზე მთლად კარგი შედეგებიც არ მოგვცეს ამ გადაწყვეტილებამ, თუმცა არც ისე ბევრი დრო დასჭირდება იმას, რომ ამის დადებითი ეფექტები საკუთარ თავზე და ჩვენს თანამშრომლებზე გამოვცადოთ.