GEO ENG
GEO ENG

ექსპორტის ხელშეწყობისათვის

სახელმწიფომ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ექსპორტის განვითარებას. ამისთვის ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც საკუთარ პროდუქციას უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებში რეკლამირებას გაუკეთებს, იმასაც მიუთითებს რომ ეს პროდუქცია საქართველოშია წარმოებული და სარეკლამო ხარჯების ნაწილს დაუფინანსებს.

 

 

ცალკეული მწარმოებლები მუდმივად ეძებენ გზებს საკუთარი ბაზრის უცხო ქვეყნებში გასაფართოებლად.  მათ შეიძლება ბევრად გაუადვილდეთ ამ ბაზრებზე გასვლა, თუ მეტი ინფორმაცია ექნებათ მათთვის სასურველი ბაზრების შესახებ. ისინი შეძლებენ იპოვონ პარტნიორები, რომლებიც საკუთარი პროდუქციის დისტრიბუციაში დაეხმარება და შეძლებენ უფრო ადვილად გააკეთონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია ამ ქვეყნებში.

 

თუ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება ქვედანაყოფი, რომელიც, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში მაინც, ამ ამოცანების გადაწყვეტაში დაეხმარება ქართველ მეწარმეებს, მნიშვნელოვნად შეუძლია წაახალისოს ექსპორტი.

 

ეს ქვედანაყოფი, შესაძლოა, სსიპ-იც იყოს და ამ მომსახურებაში გარკვეული საფასურიც აიღოს უკვე გაყიდული პროდუქციიდან, ან რაიმე სხვა მეწარმეებისათვის მისაღები ფორმით. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება და მეტ ღირებულებას შექმნის, ქვეყანასაც უფრო მეტად გაუკეთებს პოპულარიზაციას და ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქტიური, ქმედითი მონაწილეობა პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვასაც ბევრად მეტად შეუწყობს ხელს.