GEO ENG
GEO ENG

ექსპორტის ხელშეწყობა – ზრდის საუკეთესო საშუალება ბანკებისათვის

ის ქართული ბანკები, რომლებიც ექსპორტის დაკრედიტების ძლიერ დეპარტამენტებს შექმნიან, შემდეგი სამი-ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან.

 

 

მას შემდეგ, რაც ქართულმა ბანკებმა საცალო საბანკო მომსახურების ბუმი მეტ-ნაკლები წარმატებით გადაიარეს და მისგან გამოწვეულ კრიზისსაც ასე თუ ისე გაუმკლავდნენ, ახლა მათ წინაშე მორიგი ამოცანა დგას _ შეძლონ რეალურად დაეხმარონ იმ კომპანიებს, რომლებსაც საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების ან მომსახურების წარმოება შეუძლიათ, აწარმოოონ და გაიტანონ თავისი პროდუქცია სხვა ქვეყნებში.

 

დიდ ბანკებს მოუწევთ ექსპორტის დაკრედიტების დეპარტამენტების შექმნა, შედარებით მცირე ზომის რამოდენიმე  ბანკმა, შესაძლოა, ეს მიმართულება საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად აირჩიოს და მთელი ბანკი, როგორც პროდუქტების, ისე მომსახურების თვალსაზრისით, სწორედ ექსპორტიორი კომპანიების საჭიროებებს მოარგოს.

 

ბანკებს მოუწევთ ისწავლონ, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების გამორჩევა, მათი დახმარება _ აწარმოონ სათანადო ხარისხის პროდუქტები, დაეხმარონ მათ  _ სწორად შეარჩიონ ქვეყანა, დაამყარონ იქ საჭირო კავშირები და სწორი, თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგან ბაზარზე შესასვლელად.

 

ის ბანკები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეძლებენ ამის გაკეთებას შეძლებენ მათ მომსახურებაში თავი მოუყარონ ორგანიზაციბს, რომლებიც ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან შემდეგი წლების განმავლობაში. ეს ამ ბანკების სიდიდეზეც და შემოსავლებზეც შესაბამისად აისახება.