GEO ENG
GEO ENG

ერთი პრინციპი

თუ გუნდის შიგნით ერთი პრინციპის ამორჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს და ჩვენ გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით ამ პრინციპს გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ პრინციპს დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს მუშაობის სწორ ორიენტირებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და საქმიანობის შეფასებაში.

 

სამუშაო პრინციპის მიზანი მარტივია მუდმივად დავეხმაროთ გუნდის წევრებს მათი საქმიანობის სრულყოფაში, იმ შესაძლებლობებზე აქცენტის გაკეთებით, რასაც მათი და საერთო საქმის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეთანხმებული პრინციპი ნიშნავს:

 

ა) საქმიანობას სიცხადეს მატებს – პრინციპის არსებობა გუნდის საქმიანობაში პრიორიტეტების გამოკვეთასა და რეალურად მის ყოფნას უწყობს ხელს. გუნდის წევრებიც მუშაობისას პრინციპიდან იწყებენ გამოსვლას და არა ინდივიდუალური საჭიროებებიდან. ეს პრინციპის არქონის ან ზედმეტად ბევრის ქონის შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო;

 

ბ) ერთიანობას აძლიერებს – გუნდს დამატებით უჩნდება საერთო ორიენტირი. იგი ამოსავალი წერტილია მუშაობისას გუნდის თითოეული  წევრისთვის. ერთად მიმართული ძალისხმევა მუშაობისადმი, როგორც წესი, უფრო ეფექტიანია ხოლმე;

 

გ) მოტივაციას ზრდის – სამუშაო პრინციპის შემოღება პირდაპირ მოქმედებს გუნდის წევრების მოტივაციაზე, მათ სულისკვეთებას გუნდის მიზნებისადმი საგრძნობლად დადებითად ცვლის და განსაკუთრებით რთულ მომენტებში ასრულებს კარგი დამხმარის როლს.

 

— სხვადასხვა გუნდების მუშაობის პრინციპების რამდენიმე მაგალითი:

 

 

„კლიენტის წარმატება მისი დამსახურებაა, წარუმატებლობა – ჩვენი“

 

 

„ვებრძოლოთ დარღვევების გამომწვევ მიზეზებს და არა ადამიანებს“

 

 

„მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მხარეების ინტერესების გათვალისწინებისას“