GEO ENG
GEO ENG

ეგზოტიკური პროდუქტების განვითარების შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელებისთვის

ვფიქრობთ, სუპერმარკეტების ქსელისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეგზოტიკური პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით განვითარება.

 

მსგავს პროდუქტებზე, თუნდაც ზღვის პროდუქტებზე (მოლუსკები, ხამანცკები, მიტილუსები, კალმარები, შრიმპები, რვაფეხა..) მოთხოვნა სამომავლოდ უფრო და უფრო გაიზრდება და ის ქსელი, რომელსაც ამ მიმართულებით განვითარება უკვე დაწყებული ექნება, მოთხოვნის ზრდასთან ერთად მყარად დაიკავებს ადგილს ბაზარზე.

ამგვარად, ქსელი თანმიმდევრულად შეძლებს პროდუქტების ასორტიმენტის განვითარებას, კლიენტების მოთხოვნილებებსა და უპირატესობებზე მორგებას. საბოლოოდ, ამ მიმართულებით კარგად განვითარებულ ბრენდს ჩამოაყალიბებს და სერიოზულ კონკურენტად იქცევა ბაზარზე ახალ-შემომსვლელებისთვის.