GEO ENG
GEO ENG

დეველოპერების გადარჩენის ახალი გზა და მისი მეოხებით განვითარების მიმართულებები

ვფიქრობთ, რომ დეველოპერებისათვის ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის მოკლე დროით გახანგრძლივების საშუალებაა. სხვა შედეგს ისინი აქედან ვერ მიიღებენ (ვერც არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ და ვერც გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას გაიზირდიან). ერთადერთი გზა მათი საქმიანობის ბიზნეს მოდელის ცვლილება შეიძლება გახდეს. 

 

ვფიქრობთ, მათ აქტიურად უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ან საინვესტიციო საქმიანობა აირჩიონ, ან დეველოპერული (დღეს ფაქტობრივად ისინი ამ ორივე ფუქნციას ითავსებენ, რაც ახალ რეალობაში შეუძლებელი გახდება). დეველოპერებმა მოიძიონ გამოუყენებელი პოტენციალის მქონე მიწები, ან შენობები, ისწავლონ მათით ინვესტორების დაინტერესება, დაინტერესების შემთხვევაში კი პროექტის მენეჯმენტიც განახორციელონ (თუ უკეთესი განმხორციელებლი არავინ მოიძებნება), ხოლო ინვესტორებმა კრიტიკულად გაარჩიონ მათთვის მიტანილი წინადადება და ეცადონ, მათთვის მომგებიანი პროექტები არჩიონ და აფინანსონ.

 

ვფიქრობთ, ეს ერთ–ერთია იმ მცირე გზებიდან, რომელსაც დეველოპერების საბოლოო ლიკვიდაციისაგან გადარჩენა შეუძლია.

 

რაც შეეხება არსებულ სირთულეებს, აქაც სიტუაცია მსგავსია. დეველოპერებმა იმის მიხედვით თუ რომელი კომპეტენციები აქვთ უფრო მეტად განვითარებული, გადაწყვიტონ:

 

ა) ან ეცადნონ, საკუთარი პროექტების საინვესტიციო ნაწილი გაიტანონ გარეთ, ხოლო თვითონ ოპერატიული და საპროექტო მენეჯმენტი დაიტოვონ.

ბ) ან პირიქით, დახვეწონ პროექტების საინვესტიციო მართვის სქემები, საკუთარი პროქტებიდან გაიტანონ საოპერაციო მართვა და სხვა დეველოპერების ყველაზე საინტერესო პროექტების საინვესტიციო ნაწილიც თვითონ გადაიბარონ (თუ ვინმეს დარჩა კიდევ საამისო ფინანსური საშუალება რა თქმა უნდა).