GEO ENG
GEO ENG

დამოუკიდებელ მწარმოებელთა ასოციაცია – პროდუქციის ექსპორტის საინტერესო შესაძლებლობა

საქართველოში ამჟამად მრავლად მოღვაწეობენ დამოუკიდებელი მწარმოებლები, რომლებიც მცენარეებისგან ამზადებენ მალამოებს, საცხებს, ნაყენებს ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე. მათ თავისი კლიენტები ჰყავთ. ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, თუ შეიქმნება ასოციაცია, რომელიც მსგავს მწარმოებლებს გააერთიანებს.

 

ეს უზრუნველყოფდა ხარისხის დაცვის სტანდარტებს ყველა მწარმოებლისათვის. ამასთან ერთად ის გარკვეულ დახმარებასაც გაუწევდა მათ წარმოების გაფართოებაში, პროდუქციის დაფასოებასა და გაყიდვაში. ამ შემთხვევაში, ისინი საქართველოს ფარგლებში, კვლავ დამოუკიდებლად იმოქმედებდნენ, ხოლო პროდუქციის ექსპორტირებას ამ ასოციაციის სახელით და ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებოდნენ.

 

ვფიქრობთ, რომ ამ გზით მწარმოებლები უფრო გაიმყარებენ პოზიციებს ლოკალურ ბაზარზე. მათი სახელი მომხმარებლის თვალში უფრო სანდო გახდება და ასოცირებული იქნება მაღალი სტანდარტებით დამზადებულ პროდუქციასთან. ამასთან ერთად ისინი გახდებიან იმ გაერთიანების წევრები, რომლის გაყიდვების დიდი წილი უკვე ექსპორტზე მოვა.