GEO ENG
GEO ENG

გზა ელიტელექტრონიქსის კრიზისიდან გამოსაყვანად

ჩვენი აზრით, ელიტელექტრონიქსს ჯერ კიდევ შეუძლია კრიზისიდან გამოსვლა, თუ “თრეიდინ” მომსახურებას განავითარებს და აქცენტს მეორად და მცირეფასიან ტექნიკაზე გადაიტანს.

 

 

ამისათვის კარგი იქნება, თუ შექმნის ახალ ბრენდს მაგ.: TOTAL ELECTRONICS. იგი არ იქნება ასოცირებული შედარებით ძვირადღირებულ პროდუქციასთან და სავაჭრო ობიექტების დიდ ნაწილს ამ ბრენდზე გადაიყვანს.

 

ახალი ბრენდის სავაჭრო ობიექტები ორიენტირებული უნდა იყვნენ მხოლოდ მეორადი და დაბალფასიანი ელექტროტექნიკის გაყიდვაზე. ფასები აქ უნდა იყოს იგივე ან უფრო დაბალი, ვიდრე ბაზრობაზეა. ამასთან განვითარებული უნდა იყოს დამატებითი სერვისები. მაგ.: მოკლევადიანი განვადება და ტექნიკური სერვისები (მიტანა, მონტაჟი და ა.შ.).

 

რაც შეეხება არსებულ ბრენდს – ელიტელექტრონიქსს, უნდა დარჩეს მხოლოდ რამოდენიმე მაღაზია, რაც საკმარისი იქნება შედარებით ძვირადღირებულ პროდუქციაზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გაყიდვების გასაფართოებლად უნდა განვითარდეს Trade In-ის მომსახურება, რამეთუ განვადებების და სამომხმარებლო დაკრედიტების შეწყვეტის გამო შემცირებული ბაზრის წამოწევა სწორედ ამ მომსახურებას შეუძლია. ამოღებული მეორადი ტექნიკის რეალიზაცია კი ახლადშექმნილი ბრენდის მეშვეობით უნდა მოხდეს.