GEO ENG
GEO ENG

გაყიდვების გაზრდის საინტერესო შესაძლებლობა კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის

ის ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც პროდუქტის დასამზადებლად ქართულ ნედლეულს იყენებენ, მაგრამ ძირითადად საკუთარ მოსავალზე არიან დამოკიდებულნი. კარგი იქნებოდა, თუ ისინი მოახერხებდნენ გლეხების კოოპერირებას მათი მოსავლის შესყიდვის მიზნით.

 

ამისთვის საჭიროა, გამოიყოს ნაყოფიერი რეგიონები, ბოსტნეულის, ხილის თუ სხვა მცენარეულობის მოსაყვანად. შემდეგ ამ რეგიონის სოფლებში კომპანიებმა მოლაპარაკება აწარმოონ გლეხებთან. დაიდოს შეთანხმება, კომპანიების მიერ გლეხებისთვის მოსავლის აღებამდე არსებობისთვის აუცილებელი ფიქსირებული ხარჯების (პირობითად, ხელფასის) დაფარვის შესახებ. ამის სანაცვლოდ გლეხებმა მიღებული მოსავლის გარკვეული ნაწილი წინასწარ შეთანხმებულ ფასად მიჰყიდონ კომპანიებს. გარდა ასეთი ხარჯების დაფარვისა, კომპანია მოსავლის მოყვანისთვის აუცილებელი თესლებით, საწამლი აპარატებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით ამარაგებდეს გლეხებს.

 

მნიშვნელოვანი აქ პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები იქნება.

 

ამგვარ შეთანხმებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

 

· კომპანიებს შეუმცირდებოდათ საკუთარი სათბურებისა და მიწების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯი;

 

· მაქსიმალურად დააზღვევდნენ მოუსავლიანობის შემთხვევაში, ნედლეულის სტაბილურად მიღების რისკებს;

 

ბევრად გაზრდიდნენ წარმოების მოცულობას და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც ექნებოდათ.