GEO ENG
GEO ENG

გააკეთეთ მოძრავი კაბინეტები რეგიონების მოსახლეობისთვის

კარგი იქნებოდა, თუ ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც კლინიკები რეგიონებშიც აქვთ, მოძრავ კაბინეტებს გააკეთებდნენ. ისინი აღჭურვებოდა თერაპიული მოწყობილობებით და ახლოს მდებარე სოფლებში გეგმურად გაწერილი პერიოდულობით ივლიდა.

 

რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ტერიტორიული სიშორის გამო, ნაკლებად სარგებლობს კლინიკების მომსახურებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მათ. მოძრავ კლინიკას კი ექნება  გეგმურად გაწერილი, თუ თვის რომელ დღეს, რომელ სოფელში ჩავა და ამის შესახებ სოფლის მოსახლეობაც ინფორმირებული ეყოლება.  ასეთი სქემით მოსახლეობას გადავუჭრით ჯანმრთელობის პრობლემებს, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ, ან უბრალოდ, ამის შესაძლებლობა აქ ჰქონდათ.

ჩვენი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა თვითონ მივიდოდა მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაუადვილებდა და ამ გზით ახალ, მუდმივ კლიენტებსაც შეიძენდა.