GEO ENG
GEO ENG

ახალი ავტომანქანა თუ ახალი ტრაქტორი

ვფიქრობთ რომ, დღეს ავტომანქანებით მოვაჭრე კომპანიებისთვის ახალი ავტომანქანების გაყიდვასთან შედარებით გაცილებით მარტივი იქნება ახალი ტრაქტორების გაყიდვა.

 

დღევანდელ პირობებში, ახალი ავტომანქანის შეძენა, რომელიც სოციალურ სტატუს განსაზღვრავს, ნაკლებად საჭირო შენაძენად ითვლება. ხოლო საფერმერო ტრაქტორებზე მოთხოვნა სავარაუდოდ იგივეა რაც კრიზისამდე იყო, რადგანაც ის ქმნის სასარგებლო და საჭირო სასოფლო სამეურნეო პროდუქტს და პროდუქტზე მოთხოვნა კი არ შემცირებულა.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 3000-ზე მეტი სოფელია და მათ უმეტესობას არ გააჩნია რაიმე სახის მიწის დამამუშავებელი მანქანა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ თითო სოფელში თუნდაც ერთი ასეთი ტრაქტორის გაყიდვა უკვე მნიშვნელოვან შემოსავლებს მოიტანს.

 

ტრაქტორების იმპორტირება შესაძლებელია იაპონიიდან, თურქეთიდან სადაც ისინი შედარებით იაფი ღირს. მათი ღირებულება დამოკიდებულია, როგორც ტრაქტორის სიმძლავრეზე ისე მათ მწარმოებელზე თუმცა რაც არ უნდა იყოს მისი შეძენისთვის თანხის ერთბაშად გადახდა ქართველ ფერმერებს არ შეუძლიათ. ამიტომ შესაძლებელი უნდა იყოს მისი განვადებით შეძენა.