GEO ENG
GEO ENG

ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი

ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი ხანდახან არის ის, რომ რასაც ვაკეთებთ დღის იმ მონაკვეთში არ ვაკეთებთ რა დროც უმჯობესია მის გასაკეთებელად.

 

ბუები, ჭოტები, ტოროლები არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დილას ადამიანის გონება ბევრად უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე საღამოს ან მითუმეტეს გვიან ღამით. ამიტომ ყოველთვის უკეთეს შედეგებს ვიღებთ, თუ მოსაფიქრებელ, გასააზრებელ საკითხებს დილას ადრე ვითავებთ.

 

დილის საათებში ზოგადად ადამიანები რამდენჯერმე უფრო მეტის, უფრო სწრაფად და უკეთ გაკეთებას ახერხებენ, ვიდრე დღის მეორე ნახევარში, ამიტომ დილა რომელიც მაქსიმალურად პროდუქტიულად არ არის გამოყენებული დაკარგულია და მისი კომპენსირება საღამოს ან ღამით აქტიური მუშაობით ფაქტიურად  შეუძლებელია.

 

დღის მეორე ნახევარი, საღამო უფრო კარგი დროა შეხვედრებისთვის, განხილვებისთვის, მსჯელობების მოსაწყობად, დოკუმენტების საკითხავად, საქმიანი სადილებისა და ვახშმისათვის. ამ დროს რთული საფიქრალის დატოვება ნიშნავს, რომ ის საქმე არ ან ცუდად გაკეთდება.

 

მოკლედ, თუ გასაკთებელ საქმეებს დღის არასწორ მონაკვეთებში ვანაწილებთ ამით ჩვენს გეგმებს იმთავითვე შეუსრულებლობისთვის ან ცუდად შესრულებისთვის ვწირავთ და ამით პროდუქტიულობასაც დამატებით ვამცირებთ.

 

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” ეს თქვენი დროის უკეთ გამოყენებაშიც დაგეხმარებათ.