GEO ENG
GEO ENG

შპს “სინერჯი ჯგუფი”

შპს “სინერჯი ჯგუფი” მმართელობითი საკნსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება საქართველოში არსებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების განვითარებას, მათთვის რთული მმართველობითი ამოცანების გადაჭრასა და დანიშნულების უკეთ განხორციელების მიზნით მმართველობითი სისტემების დახვეწას.დაარსების პირველ წლებში სინერჯი ჯგუფის ძირითადი კლიენტები მსხვილი ბანკები იყვნენ,  შემდგომ 5-6 წელიწადში კი კომპანიამ დარგობრივი გამოცდილება გაიფართოვა და მისი კლიენტების სიას შეემატა სადაზღვევო, ფარმაცევტული, დეველოპერული და სხვა ბევრ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები.

2006 წლიდან სინერჯი ჯგუფმა სახელმწიფო ორგანიზაციების დახმარება დაიწყო მმართველობითი ამოცანების გადაჭრის მიმართულებით და მას შემდეგ თითქმის ყველა სამინისტრო, მსხვილი სსიპ-ი, თვითმმართველობები და ა.შ. სინერჯის მომსახურებით სარგებლობდა.

2008 წლის შემდეგ სინერჯიმ კონცენტრაცია მოახდინა ორგანიზაციული სტრუქტურების შემუშავებაზე და მას შემდეგ განხორციელებული პროექტების 80% სტრუქტურების დახვეწა-განვითარებას ეხება.

2016 წლიდან სინერჯიმ ორგანიზაციების მართვაში შესვლა დაიწყო და საკონსულტაციო მიმართულებით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კრიზისში მყოფ ორგანიზაციების გაჯანსაღებისკენ მიმართა.

2018 წელს სინერჯი ჯგუფმა დააფუძნა კერძო კაპიტალის ფონდი სს სინერჯი კაპიტალი, რომლის დანიშნულებაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს მზარდი მომგებიანობის საინვესტიციო პორტფელი შექმნას მომავლის ლიდერ ორგანიზაციებში საკუთარი ფულადი სახსრების და ცოდნა-გამოცდილების ინვესტირების გზით. სინერჯი კაპიტალი ეძებს, არჩევს და აფასებს ზრდის დიდი პოტენციალის მქონე კომპანიებს, რომელთა წილის ფლობის შესაძლებლობას აძლევს კერძო ინვესტორებს. პორტფელური კომპანიების ღირებულების ზრდასა და უწყვეტ განვითარებაში კი სინერჯი ჯგუფის გუნდი პერმანენტულად ჩართულია და გარდა საკონსულტაციო მიმართულებისა, მუშაობს სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიების ზრდა-განვითარებაზე.
ჯამში, სინერჯი ჯგუფმა განახორციელა 300-ზე მეტი პროექტი 100-ზე მეტ ორგანიზაციაში, 10-ზე მეტ განსხვავებულ დარგში საქართველოში. სინერჯის კონსულტანტები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წერენ სტატიებსა და ინსაითებს მმართველობით საკითხებზე, საიდანაც რჩეული სტატიებისგან შემდგარი 8 ბეჭდური წიგნი გამოიცა. სინერჯის 100-მდე ალუმნი დღეს წამყვანი ორგანიზაციების მმართველ პოზიციას იკავებს.