სტრატეგიული კლუბი
თუ თვლი, რომ რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა შეგიძლია, გახდი ჩვენი ჯგუფის წევრი და განვითარდი ძირითადი სამუშაოდან მოუწყვეტლად.

მაშ ასე, სინერჯი 25 იანვრიდან იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მიზანია ყველას, ვინც რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირო შემოქმედებით და ანალიტიკური აზროვნების უნარებს ფლობს, აქვს სურვილი და შესაძლებლობა ძირითად საქმესთან დამატებით ჩაერთოს ჩვენს პროექტებში დისტანციურად, განვითარდეს და გაიზარდოს პროფესიულად, მივცეთ ამის შესაძლებლობა.

ვფიქრობთ ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია. ჩვენი კლიენტებისათვის ახალი საინტერესო შესაძლებლობების აღმოჩენაში, მათი განხორციელების დეტალების მოფიქრებაში ამ ადამიანების ჩართვა მართლაც ძალიან ღირებული იქნება ჩვენთვისაც, ჩვენი კლიენტებისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვისაც (ჩვენი კლიენტების მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე) და რაც მთავარია, თვითონ ამ ადამიანებისათვის, ვინაიდან ჩვენს პროგრამაში ჩართვა მათ საშუალებას მისცემს:

ა) გამოავლინონ თავის თავში ეს უნარი უფრო კარგად.
ბ) განავითარონ ის კიდევ უფრო კარგად
გ) მიიღონ სიამოვნება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტიდან
დ) იურთიერთონ სხვა ჭკვიან ადამიანებთან, გაიზარდონ თვითონ და დაეხმარონ სხვებს ამაში.

მოკლედ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს პროგრამა საინტერესო იქნება ბევრისთვის და მიზეზები ყველას თავისი ექნება ამისათვის.

რაც შეეხება თვითონ პროგრამას:
ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ აქვს ასეთი უნარები და აქვს სურვილი ჩაერთოს საკონსულტაციო პროექტებში დაგვეხმარონ:

ა) პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვებაში,
ბ) პროექტის ფარგლებში დასმული რთული (ნაკლებად კონფიდენციალური ამოცანების გადაწყვეტის გზების დამუშავებაში)
გ) ჩვენი კლიენტების განვითარებისა და ზრდისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში.


პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა:

1. გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს ფორუმზე www.strategist.ge, რომელიც ამ პროგამისთვის არის განკუთვნილი.
3. შესვლის მომენტში დაგვხდებათ გახსნილი სასტარტო თემები სადაც შეგეძლებათ მიიღოთ მონაწილეობა.
3. თქვენი პოსტები და აქტიურობა შეფასდება მონიტორინგის და შეფასების ჯგუფის მიერ. დადებითი შეფასების შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში მოხდება თქვენი გადაყვანა შემდეგ ეტაპზე, ანუ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება სხვა დახურული თემები.
4. ჩვენ უზრუნველვყოფთ თითოეული მონაწილის 100% ანონიმურობას და ვურჩევთ მათ თვითონაც შეიკავონ თავის ვინაობის დასახელებისაგან თავი მინიმუმ პირველი 6 თვე მაინც ყოველგვარი გართულებების თავიდან ასაცილებლად. (თეორიულად არსებობს შესაძლებლობა ისე ჩაეთოთ და იმუშაოთ სისტემაში, რომ ჩვენთვისაც არ იყოს ცნობილი თქვენი რეალური ვინაობა. ეს ცოტა რთული იქნება მაგრამ თუ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ჩვენთვის, გაგიწევთ კონსულტაციას, როგორ შეიძლება ამის გაკეთება )

იმის შემდეგ, რაც მოხდება თქვენი გადაყვანა შემდეგ ეტაპზე, ჩატარდება სხვადასხვა შეკრებები, ტრენინგები, თუ როგორ ხდება რთული ამოცანის გადაჭრა, დაშლა, ახალი იდეების გენერირება და ა.შ. ფორუმზე განხილული ყველა ამოცანა თუ პრობლემა დამუშავდება, გაკეთდება რაპორტი და გადაეგზავნება ორგანიზაციებს. ასევე მოხდება კლუბის წევრების წახალისება ფულადი სახით. ის თანხები, რომლებიც გადახდილი იქნება რაპორტებში, გადანაწილდება კლუბის წევრებზე.

უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ არასამთავრობო ორგანიზაცია ”სტრატეგიული კლუბი”, და კლუბის წევრებიც ამ ორგანიზაციის წევრები გახდებიან.
დანარჩენი დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უშუალოდ სისტემაში შესვლის შემდეგ. ან მოგვწერეთ შეკითხვები მისამართზე welcome@strategist.ge ვეცდებით 24 საათის განმავლობაში ამომწურავად გიპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე.
სტრატეგიული კლუბი