GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ჰოლდინგის მართვის ეფექტური მოდელი

 

circular3

 

ამ სტატიაში ის გამოცდილება გვინდა გადმოგცეთ, რომელიც ჰოლდინგურ კომპანიებთან მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა. კერძოდ ის, თუ როგორი უნდა იყოს მართვის მოდელი, რა უმთავრეს საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს, რომ ჰოლდინგი ეფექტურად იმართებოდეს.

 

სტატიაში აქცენტი  გვინდა გავაკეთოთ  როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჰოლდგინგის მართვის აპარატი, კონკრეტულად რა ამოცანები უნდა იდგას ამ აპარატის წინაშე და რა იგულისხმება თითოეული ამოცანის უკან.

 

 

მართვის აპარატის მთავარი ფუნქცია არის ჰოლდინგის საერთო რესურსების რაციონალურად და სამართლიანად განკარგვა. ეს რესურსები შეიძლება იყოს ადამიანური, ფულადი, მატერიალური, რეპუტაციული და სხვა. დამატებით განმარტებას საჭიროებს სიტყვა „განკარგოს“, რომელშიც იგულისხმება რესურსების დაცვა, განაწილება და გამრავლება. ამოცანებიც ამის შესაბამისად იშლება (რომელზეც, თითოეულზე მკაფიო პასუხისმგებელი პირი უნდა არსებობდეს მართვის აპარატში):

 

11

 

პირველ რიგში საჭიროებების დროული იდენტიფიკაციის ეფექტური სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მხედველობიდან არ დაიკარგოს არცერთი საჭიროება, არცერთი პრობლემა და ან სამომავლო გართულება, რომელიც შვილობილი კომპანიების საქმიანობას უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად საჭიროებების კვლევის პროაქტიული მეთოდი გამოიყოფა, როცა მართვის აპარატიდან სისტემატიური მიმოწერებით, შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელებთან ინდივიდუალური შეხვედრებით ხდება საჭიროებების დადგენა.

 

ამ ამოცანის მეორე ნაწილი უკავშირდება საჭიროებების სწორად შეფასება და მათ შორის პრიორიტეტულობის განსაზღვრა, დროში რა თანმიმდევრობით, რა ძალისხმევის დახარჯვით მოხდება მათი დაკმაყოფილება. ამ ამოცანის გადაჭრისას მთავარია დაცული იყოს როგორც რაციონალურობის, ისე სამართლიანობის პრინციპები, საჭიროების დაკმაყოფილება პირველ რიგში იმისთვის ხდებოდეს, ვისაც რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და დაეხმარება ეს, რისთვისაც დეტალური ანალიზი და შეფასებაა საჭირო.

 

და ბოლოს, რესურსების განაწილების ამოცანის შესაკრავად ცალკე გამოიყოგა შვილობილი კომპანიების მაღალი ხარისხით მომსახურება, რაშიც მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რესურსების დროულად და სასურველი პირობებით მიწოდება იგულისხმება, დახმარება კავშირებით, კომპეტენციით, ხელმისაწვდომობის გაზრდა ისეთ რესურსებზე, რომელიც მიმდინარე თუ სისტემური პრობლემების გადასაჭრელად სჭირდებათ.

 

2

 

ამ ამოცანას გამოკვეთილი პასუხისმგებელი სჭირდება მართვის აპარატში, რომლის საქმიანობა ძალიან მკაფიოა _ ჰოლდინგის არსებული ბიზნესების გაფართოებაზე და ახალი ბიზნესების შექმნაზე ზრუნვა.

 

არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის და გაზრდისთვის შესაძლებლობების სისტემატიური ძიება გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც არსებულ ბიზნესებში, ისე ახალი ბიზნესების შექმნის კუთხით. ამ ამოცანაზე პასუხისმგებელი პირის ამოცანა ხდება, რომ ინიციატივების ნაკადის უწყვეტობაზე ზრუნვა და ამ შესაძლებლობების შეფასების სწორი და ეფექტური პროცესის აწყობა. ამის შემდეგ ამოცანის შესასრულებად ცვლილებების, ახალი პროექტების ეფექტურ მენეჯმენტი და follow up რჩება.

 

3

 

მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამოცანა მთლიანად ჰოლდინგის კუთვნილი რესურსების დაცვას და კონტროლს ეხება, როგორც ფინანსური, მატერიალური, ადამიანური, რეპუტაციული და სხვა.

 

ამ ამოცანის მაღალი ხარისხით გადასაჭრელად საჭიროა რესურსების სათანადოდ აღრიცხვა და ამ პროცესის უწყვეტობა. ამ ამოცანის გადაჭრის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი რესურსების სწორად დაგეგმვა და მათი ხარჯვის ეფექტური კონტროლის სისტემის დანერგვაა, რომელიც საშუალებას აძლევს მენეჯმენტს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია მთლიანობაში კუთვნილი რესურსების და მათი ხარჯვის შესახებ. ეს ერთის მხრივ მათ რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენების გზების დანახვაში დაეხმარება.

 

***

 

ამოცანების განსაზღვრის და შეთანხმების შემდეგ გუნდმა ეს ამოცანები პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა დაალაგოს მომდევნო 3 წლის ჭრილში, რაზე დახარჯავს უფრო მეტ ძალისხმევას. სასურველია 1 წლის შემდეგ ეს პრიორიტეტები ერთხელაც გადაიხედოს და საჭიროებისას ცვლილება შევიდეს, არსებული მდგომარეობის და მოსალოდნელი საფრთხეების შესაბამისად.

 

პასუხისმგებლობების ცხადი განაწილების გარდა, მნიშვნელოვანია არსებობდეს თანამშრომლობის, საქმიანობის კოორდინაციის ისეთი ფორმატი, სადაც ეს ადამიანები ერთად, შვილობილების ხელმძღვანელებთან, ან ცალკეულ მენეჯერებთან ერთად მიმდინარე, თუ სამომავლო გეგმებს, გამოვლენილ პრობლემებსა და შესაძლებლობებს განიხილავდნენ. დასაწყისისთვის ასეთ ფორმატად დირექტორატი შეიძლება გამოიყოს, რომელიც ყოველკვირეულად შეიკრიბება და რომელშიც გენერალურ/აღმასრულებელ დირექტორთან ერთად თითოეულ ამოცანაზე პასუხისმგებელი დირექტორიც შევა. ისინი მართვასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებებს მიიღებენ. სასურველია, რომ დირექტორატის მუშაობის დაწყებიდან პირველი 1 წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად მოხდეს მცირე ანგარიშის მომზადება, მუშაობის ახალი სქემით მიღწეულ შედეგებზე, მიღებულ გადაწყვეტილებებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის წარდგენა გაფართოებულ შეხვედრაზე შვილობილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება.

 

გარდა ამისა, დირექტორატზე თვეში ერთხელ მაინც შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელების მოწვევა და მათგან ერთგვარ ანგარიშების მოსმენ, წარმოქნილი პრობლემების, სამომავლო გეგმების განხილვა უნდა ხდებოდეს.

 

მთავარი ფუნქციის განსაზღვრა, მისი განხორციელებისთვის საჭირო ამოცანების ცხადად დანახვა და მათზე მკაფიო პასუხისმგებლების გამოყოფა მენეჯმენტის გუნდის ორიენტირებს უფრო ნათლად ალაგებს, მათ განწყობას და შემართებას უკეთესობისკენ ცვლის.

 

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები და აღმოაჩინეთ თქვენი რესურსების მართვის და გამოყენების უკეთესი შესაძლებლობები.