GEO ENG
GEO ENG

სტატიები

საიდან დავიწყოთ კორპორატიული კულტურის შექმნა ახლად ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში

ორგანიზაციული კულტურა, მარტივად რომ ვთქვათ, არის ორგანიზაციის ღირებულებების, ნორმების, წესების ერთობლიობა. იგი არეგულირებს ორგანიზაციის წევრების ქცევას, მათი მუშაობის სტილს, დამოკიდებულებას ერთმანეთთან და გარე პარტნიორებთან, მომხმარებლებთან.

 

ორგანიზაციული კულტურა არის ორგანიზაციის წარმატების ერთ–ერთი მნიშვნელოვნი ფაქტორი და, სწორედ ამიტომ, იმსახურებს ყურადღებას. იმისთვის, რომ მივიღოთ ხარისხიანი კულტურა, აუცილებელია ის ჩამოვაყალიბოთ ისე, რომ შევუთავსოთ ორგანიზაციის მისიას, მიზნებსა და სტრატეგიას. უკვე აღვნიშნეთ, რომ ორგანიზაციული კულტურა არეგულირებს წევრების ქცევებს, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ასევე განაპირობებს თაანამშრომლების მიღწევებს, მათ სტაბილურობასა და კმაყოფილებას.

 

ორგანიზაციული კულტურა შეიძლება მოიცავდეს ბევრ  საკითხს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალი კულტურის დანერგვისას გათვალისწინებული იდეები იქნება განსხვავებული უკვე არსებული ორგანიზაციების კულტურებისგან. ამის მიზეზი არის ისიც, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ ადაპტირდებიან თნამშრომლები არსებულ კულტურასთან, გარკვეულწილად ყველას თავისი წვლილი შეაქვს ორგანიზაციულ კულტურაში.

 

ახლა კი, გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ ახალ ორგნიზაციაში ჩამოაყალიბოთ ორგანიზაციული კულტურა.

 

შექმენით ფასეულობები

 

ახლდშექმნილი ორგანიზაციისთვის ერთ–ერთი ყველზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ფასეულობები ექნებათ, რა საკითხებს მიაქცევენ ყურადღებას, როგორ პრიორიტეტებს დაისახავენ. აუცილებელია თავდპირველი ფასეულობები იყოს მკაფიოდ განსზღვრული და ყველანი მათი მიხედვით მოქმედებდნენ. შესაძლოა ორგანიზაციისთვის ფასეულობა იყოს პროფესიონალი კადრების არსებობა. ამ შემთხვევაში, მათ სწორედ ასეთი კადრები უნდა შეარჩიონ, ან მოახდინონ თანამშრომლების განვითარება. ხშირად ფასეულობები ერთპიროვნულად,  მხოლოდ დამფუძნებლების მიერ იქმნება, თუმცა უკეთესია მათი მიღება ობიექტურად, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ფირმის საქმიანობა, მისი შესაძლელობები.

 

დაადგინეთ წესები

 

წესების დადგენა და პრინციპების ჩამოყალიბებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალი ორგანიზაციის შექმნისას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაადგინოთ მუშაობის პროცესის გარკვეული რეგლამენტები, წესები. დადგენილი წესების მიხედვით შეგეძლებათ აკონტროლოთ თანამშრომლები, არსებობდეს კოლექტივში კომუნიკაცია, ყველა დროულად ასრულებდეს საქმეს. თუმცა, ახალი ორგანიზაციისთვის შედარებით მარტივია თანამშრომლები მიაჩვიოს არსებულ წესებს, ვიდრე უკვე არსებული ორგანიზაციის თანამშრომლები გადააწყონ ახალ დანერგილ პრინციპებზე. მაგალითად, ახალ ორგანიზაციაში მენეჯმენტს შეუძლია ისეთი გარემო შექმნას, სადაც ყოველი თანამშრომელი სამუშოდ დილით დროულად მივა საკუთარი სურვილითა და მონდომებით და არა იმის გამო, რომ ბარათის დაგვიანებით გატარება ხელფასიდან თანხას გამოუქვითავს. თუ ორგანიზაციის წევრების დიდ ნაწილს ხშირი შეხება აქვთ კლიენტებთან, პარტნიორებთან, დამფუძნებლებმა უნდა დააწესონ სხვების პატივისცემა. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო იყოს გუნდურობის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში კი – თავდაუზოგავი მუშაობა. თუ ყველა წესი და პრინციპი მკაფიოდ იქნება გამოხატული, ასეთ შემთხვევაში, თანამშრომლებიც ძალაუნებურად გახდებიან მათი გამტარებლები. წესები შესაძლოა იყოს შესაბამისი უნიფორმის ჩაცმა, შარფის გაკეთება, ან კალმებზე, ფანქრებზე, ბლოკნოტებსა და ფლეშკებზე ლოგოს ამოტვიფრვა. ამ ხერხებით ჩვენს მყიდველსაც კიდევ უფრო დავაინტერესებთ, შთაბეჭდილებას შევუქმნით ჩვენი პროდუქტებითა თუ მომსახურებით.

 

დაადგინეთ ჩვევები

 

თავდაპირველად, სანამ ორგანიზაცია კარგად ჩამოყალიბდება და განვითარდება, ტრადიციების ნაცვლად, უბრალო ჩვევების დაწესებაა საჭირო. მაგალითად, შეგიძლიათ დააწესოთ, რომ ყოველი კვირის ერთ-ერთ დღეს იქნება პრეზენტაცია, რომელსაც რომელიმე ჩვეულებრივი თანამშრომელი, ან ასისტენტი ჩაატარებს. ეს, გარკვეულწილად, ორგანიზაციის ფასეულობაც არის, რადგან ახდენს კადრების განვითარებას. ასევე ეს ხდება წესის მსგავსი, რომ ყოველ კვირაში მოხდეს ერთი და იგივე რამ და, საბოლოოდ, ეს აღწევს ტრადიციას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზაციის კორპორატიულ კულტურაში. თავდაპირველად, ფირმის გახსნასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოაწყოთ საერთო შეხვედრა თუნდაც ოფისში, ტკბილეულით, ცოტა საკვებითა და სასმელით. ასევე, შესაძლოა მოაწყოთ ქალაქგარეთ ექსკურსია, ან პიკნიკი და შემდეგ ეს ყოველივე გახდება თქვენი ტრადიცია.

 

თუ შეძლებთ და განახორციელებთ ამ ფაქტორებს, მაშინ მიიღებთ დადებით შედეგს და მოგვიანებით, ორგანიზაციის განვითარების შემთხვევაშიც შეძლებთ კულტურა შეცვალოთ ისე, როგორც ამას მდგომარეობა და სიტუაცია მოითხოვს. მთავარი კი არის ის,რომ სწორად დაინახოთ თქვენი ფირმის მისია, მიზნები და შექმნათ მათი შესაფერისი ორგანიზაციული კულტურა, რომელსაც დაეფუძნება თანამშრომლებისა და მთლიანად ორგანიზაციის განვითარება.