GEO ENG
GEO ENG

სტატიები

რა გავლენას ახდენს სტრუქტურა კომუნიკაციასა და კოორდინაციაზე

 

 

ორგანიზაციული სტრუქტურა განსაზღვრავს რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ორგანიზაციის მართვის სისტემაში. მათ შორის არის კოორდინაციისა და კომუნიკაციის ფორმატები. ის, თუ რამდენად სწორადაა სტრუქტურა ფორმირებული და რა კომუნიკაციის ფორმატებია გამართული მუშაობისთვის, განაპირობებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის სიხშირეს, ფორმატს, ხარისხს.

 

სტრუქტურა გარკვეულ ერთეულებსა და პოზიციებს აჯგუფებს ერთ სტრუქტურულ ერთეულში ან ერთი ხელმძღვანელის ქვეშ, რაც აუმჯობესებს მათ შორის კომუნიკაციას და კოორდინაციასაც. ისინი იწყებენ ერთ ენაზე საუბარს და მათთვის ერთობლივი მუშაობა უფრო კომფორტულია. სამაგიეროდ დანარჩენ მიმართულებებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია შედარებით რთულდება, რადგან უწევთ ხელმძღვანელების გავლით კომუნიკაცია და მათი პრიორიტეტები განსხვავებულია. სტრუქტურის ამოცანაა სწორად დააჯგუფოს ის ერთეულები, რომელთაც მჭიდრო კოორდინაცია ესაჭიროებათ და არ შეუქმნას ხელოვნური სტრუქტურული ბარიერები მათ კოორდინირებულ მუშაობას.

 

არასწორ სტრუქტურებში გამართული კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა ძალიან დიდ ძალისხმევას, ნერვებს, დროს და რესურსებს მოითხოვს თანამშრომლებისგან და მიუხედავად ამისა, ხშირად, სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღწევა.

 

 

 

 

სწორ სტრუქტურებში სტრუქტურული ერთეულები ისეა დაჯგუფებული, რომ მათ გამართულ კოორდინაციასა და კომუნიკაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ისეთი ერთეულებისთვისა და პოზიციებისთვის, რომლებიც ერთი ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში  ვერ მოხვდა  შექმნილია დამატებითი ფორმატები – რეგულარული თათბირები, იგივე საბჭოები, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლასა და მათ კოორდინირებულ მუშაობას. საბჭოები მართვის დამატებითი ბერკეტია უფრო ხარისხიანი, დროული გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

თათბირები აუმჯობესებს გადაწყვეტილებების ხარისხს, კომუნიკაციას და კოორდინაციას, ზრდის თანამშრომლების ჩართულობას მართვის პროცესში და შესაბამისად იზრდება მათი მოტივაციაც. გადაწყვეტილებების აღსრულება მარტივდება, რადგან თანამშრომლებს უჩნდებათ ამ გადაწყვეტილებებისადმი საკუთრების შეგრძნება და მეტი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ასრულებენ, ხდებიან უფრო ინიციატივიანები და თათბირებზე გამოდიან იდეებითა და წინადადებებით.

 

თათბირების სწორად შექმნისა და მართვისთვის:

 

 

 

 

ხშირად ორგანიზაციები ქმნიან და ატარებენ მსგავს თათბირებს, თუმცა ნაკლებად ეფექტური და შედეგიანია. ეს გამოწვეულია გარკვეული შეცდომებით, რომელსაც უშვებენ თათბირების მართვისას:

 

 

 

 

 

ის ორგანიზაციები, რომელთაც თათბირების ჩატარების გამართული და ორგანიზებული კულტურა გააჩნიათ, ყოველთვის ნათლად ხედავენ ამ ფორმატების დადებით შედეგს და ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც მსგავსი კულტურა არ აქვთ. ორგანიზაციები თათბირებით ახერხებენ, უფრო მოკლე დროში, უფრო მეტი და ხარისხიანი გადაწვეტილებების მიღებასაც და აღსრულებასაც.