GEO ENG
GEO ENG

სტატიები

რამდენიმე რჩევა დამქირავებელს

„როგორც იქნა ინტერვიუზე დამიბარეს, ნეტავი როგორ დასრულდება გასაუბრების პროცესი…“- კითხვა რომელიც აწუხებს ყველა სამუშაოს მაძიებელს, რომელიც გასაუბრებაზე წასასვლელად  ემზადება…

 

საინტერესო იქნება როგორ დაახასიათებდით ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებას  იღებს კადრების შერჩევის პროცესში და ხვდება კანდიდატებს ინტერვიუზე. ალბათ წარმოიდგენთ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი უნდა იყოს, ყურადღების მიღმა არ რჩება  ყველაზე უმნიშნელო  დეტალიც კი  თქვენს საუბარში და ჩაცმულობაში. არის გამოცდილი და ხშირად ცოტა სუბიექტურიც.

 

რეალობა კი ზოგჯერ საპირისპიროს მეტყველებს, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, და ასეთ  საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებიან, უწევთ ინტერვიუს ჩატარება და  გადაწყვეტილების მიღება კადრის დაქირავებასთან დაკავშირებით. მათი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო კი კომპანია გაუმართლებელ რეკრუტინგს აწარმოებს და შესაბამისად ზარალდება. უფრო მეტიც, მათი შეუსაბამო და არაადეკვატური კითხვები მორალურ ზემოქმედებასაც ახდენს თავად რესპოდენტებზე, რაც კომპანიის რეპუტაციაზეც მოქმედებს. შედეგად ორგანიზაცია,  რომელიც დიდ იმედს ამყარებს რეკრუტერის გადაწყვეტილებაზე, იღებს  სუბიექტურ შეხედულებებს და არაპროფესიონალურ შეფასებას . უნარებით და კვალიფიკაციით არაადეკვატური კადრი  ორგანიზაციის წარუმატებლობის მიზეზია უმეტესწილად.

 

………………………..