სტრატეგია და ორგანიზაცია

strategia da organizacia

ანალიტიკური ბიზნეს-ჟურნალი “სტრატეგია და ორგანიზაცია” 2003 წელს დააფუძნა სინერჯი ჯგუფმა თიბისი ბანკის მხარდაჭერით. ამ პერიოდში ჟურნალის მესვეურებმა მიზნად დავისახეთ ასეთი ფორმით უფრო მეტ ორგანიზაციას, მათ უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერს დავხმარებოდით მმართველობითი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში და არარეალიზებული შესაძლებლობების გამოყენებაში.

2006 წელს მოხდა ჟურნალის განახლება. შეიცვალა ფორმატი, დაიხვეწა შინაარსი და გაფართოვდა მხარდამჭერ კომპანიათა წრე – “თიბისი ბანკს”  და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს” შეემატა ფარმაცევტული კომპანია “ჯიპისი”. გამოიცა ჟურნალის კიდევ 6 ნომერი. სულ გამოცემულია ჟურნალის 13 ნომერი.

2009 წელს შეწყდა ჟურნალის ბეჭდური ვარიანტის გამოცემა და მოქმედებს მისი ელექტრონული ვერსია -www.strategy.ge.

დღეისათვის ჟურნალის მისიაა რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერში გავრცელდეს სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მნიშვნელოვანი სიახლეები, პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა და თანამედროვე, უახლესი შეხედულებები.

დღეს 200-ზე მეტი სტატიაა გამოქვეყნებული საიტზე.

 

Insight.ge

insight.geInsight.ge სინერჯი ჯგუფის კიდევ ერთი ვებ-პროექტია, რომელიც 2009 წელს დაიწყო. პროექტის მიზანი იყო საქართველოს დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციების დახმარება არარეალიზებული შესაძლებლობების გამოვლენაში და გამოყენებაში. პირველი ასეთი ინსაითი 2009 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა.

2010 წლიდან ინსაითების წერის მიდგომები კიდევ უფრო დაიხვეწა და ყოველკვირეულ შეხვედრებზე წინასწარ განსაზღვრულ დარგზე ან კომპანიაზე ხდებოდა იდეების გენერირება.

2012 წლის იანვრიდან ეს პროექტი, ძირითადად უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის, მიზნად ისახავს მათი ყოველდღიური და გრძელვადიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებას.

სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ საიტზე ყოველკვირეულად ქვეყნდება მოკლე ზომის დასკვნები პროექტების ფარგლებში გაკეთებული მიგნებების შესახებ. დღეს 600-ზე მეტი ასეთი ინსაითია გამოქვეყნებული საიტზე.

 

სინერჯი ჯგუფის წიგნები

 

cignebi

სინერჯი ჯგუფის წიგნების სერია წარმოადგენს ბიზნეს-ანალიტიკური სტატიების კრებულს ლიდერობის, სტრატეგიისა და მენეჯმენტის თემებზე. იგი გათვალისწინებულია როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ და სამთავრობო სექტორში მომუშავე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისათვის. ასევე ყველა იმათთვის, ვისთვისაც ეს თემა უბრალოდ საინტერესო ან/და მნიშვნელოვანია.

სინერჯი ჯგუფის წიგნები წარმოადგენს ერთგვარ სამაგიდო წიგნს მენეჯერებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ ყოველდღიური და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში. ამასთანავე ის არის საუკეთესო საჩუქარი მათთვის ვისაც წარმატებას და წინსვლას უსურვებთ.

ამჟამად ბეჭდური სახით სერიის 7 წიგნია გამოცემული. წიგნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 

სინერჯი ორგანიზაციული სტრუქტურების შესახებ

 

ცოცხალი ორგანიზაციული სტრუქტურები

 

kda

ცოცხალ ორგანიზაციულ სტრუქტურას ორგანიზაციული მოწყობის ისეთ სისტემას უწოდებენ, რომელიც, ხელმძღვანელის მინიმალური მიმდინარე ჩართულობის შემთხვევაშიც, მაქსიმალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. რატომ არის ასეთი სტრუქტურა კარგი, როგორი უნდა იყოს ის და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ასეთი სტრუქტურა შევქმნათ, აგრეთვე ის, თუ რა როლი აკისრია პირველ პირს ასეთი ორგანიზაციული მოწყობის პირობებში? – ყველაფერ ამას წინამდებარე სტატიიდან შეიტყობთ.

წიგნი მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნასთან, დანერგვასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველაზე ძირითად თემებს, რომელიც ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია სინერჯის ჯგუფის მრავალწლიან გამოცდილებას. წიგნში შესული სტატიები და ინსაითები რეალური, ქართული ორგანიზაციების მაგალითებზე დაფუძნებით მომზადდა.

წიგნი განკუთვნილია როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ და საჯარო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. ასევე მომავალი მენეჯერებისთვის.

წიგნის ბეჭდური სახით შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში. ელექტრონული სახით წასაკითხად, ეწვიეთ:

saba.com_.ge_               lit.ge logo