“სინერჯი კაპიტალმა” თავის პორტფელში ახალი კომპანია დაიმატა

“სინერჯი კაპიტალმა” სამედიცინო-საინფორმაციო სამსახურის, “მედიქოლის” 45% შეისყიდა. დღეიდან “სინერჯი” აქტიურად იმუშავებს “მედიქოლის” ღირებულების გაზრდაზე.

ეს კომპანია ეხმარება ადამიანებს კვალიფიციური, სანდო, საჭირო სამედიცინო სერვისი მიიღონ კომფორტულად, ამ სერვისების მათთვის ხელმისაწვდომობის გაზრდით. მომხმარებელი, როგორც ფიზიკური პირები, ისე კლინიკები, ამ კომპანიას იცნობს სატელეფონო ნომრით – 2 500 500 – როცა ექიმი გჭირდება.

“სინერჯი” კომპანიის კაპიტალში შესვლით განვითარებისა და მასშტაბირებისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის გარდა იზრუნებს კომპანიის ორგანიზაციულ განვითარებასა და კორპორატიული მართვის სისტემების დანერგვაზე.

 ”სინერჯი კაპიტალის” პორტფელში ეს უკვე მეშვიდე კომპანიაა, რომლის ღირებულების გაზრდაზე იზრუნებს სინერჯის გუნდი. ამ დროისთვის კომპანიის პორტფელშია - ჩაიმანიასახალხო აფთიაქი8000 მოსავალი – ქართული ღვინის კოოპერაციათეისთ ჰოტელიქარელის ჩირი და კარიერული წარმატების ჯგუფი.

კომპანია, რომელმაც 3-წლიანი პრობლემები დაძლია და წარმატებას მიაღწია – “ჩაიმანიას” ისტორია

ჩაის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა მის შე­სა­ხებ უკვე კარ­გად იცი­ან და ხში­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც არი­ან, თუმ­ცა ვი­საც სა­უ­კე­თე­სო ფოთ­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩაი თბი­ლის­ში ჯერ კი­დევ არ აღ­მო­უ­ჩე­ნია, ამა­ში „ჩა­ი­მა­ნია“ და მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ეკა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რე­ბა.

„ჩა­ი­მა­ნია“ 2006 წელს გა­იხ­სნა და გან­ვი­თა­რე­ბის მრა­ვა­ლი ეტა­პი გა­ი­ა­რა. გახ­სნის პირ­ველ წლებ­ში, ბიზ­ნე­სი წამ­გე­ბი­ა­ნი იყო, რად­გან ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და, თუმ­ცა, სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტის წყა­ლო­ბით, კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად გან­ვი­თარ­და და ბევ­რის საყ­ვა­რელ ბრენ­და­დაც იქცა.

ჩა­ი­მა­ნი­ას“ ის­ტო­რი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს დე­ტა­ლუ­რად ეკა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

https://bit.ly/2Gn4COy


 ქართული ხილის ექსპორტის პერსპექტივა და სინერჯი კაპიტალის მონაწილეობა ამ ამოცანაში

ქარ­თუ­ლი ხი­ლის ექ­სპორტზე გა­სა­ტა­ნად ჩირი და ჩიფ­სი სა­უ­კე­თე­სო ფორ­მაა. ამ სა­ხით ის სა­უ­კე­თე­სოდ ინარ­ჩუ­ნებს ყვე­ლა თვი­სე­ბას, ასე­ვე, საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და შე­ნახ­ვა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მო­საზ­რე­ბას, რომ ჩვე­ნი ხილი არა­მიმ­ზიდ­ვე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ფორ­მის მი­უ­ხე­და­ვად გემ­რი­ე­ლია და სა­სარ­გებ­ლო, ჩი­რის­თვის და ჩიფ­სის­თვის ზუს­ტა­დაც რომ ხი­ლის ვი­ზუ­ა­ლურ სა­ხეს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მთა­ვა­რია, მისი გემო და სი­ჯან­სა­ღე მი­ვი­ტა­ნოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ა­ნამ­დე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დარ­გია, მე­ხი­ლე­ო­ბა კი მისი უდი­დე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ჩირი და ჩიფ­სი ხი­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბის და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ფორ­მაა და ჩვენც, სი­ნერ­ჯის კა­პი­ტა­ლის პარტნი­ო­რებ­მა, ამ ბიზ­ნეს­ში შეს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ.

ამ სტა­ტი­ას მათ­თვის ვწერთ, ვი­საც ეს სფე­რო აინ­ტე­რე­სებს და შე­საძ­ლოა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი პარტნი­ო­რი გახ­დეს. გვინ­და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ი­სა და გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხროთ, რად­გან უფრო ად­ვი­ლად მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოგ­ვყვეთ თუ არა ამ პრო­ექ­ტში.

https://bit.ly/2GBxhyx

 


 ”სტუმარი უნდა გრძნობდეს, რომ მასზე იზრუნეს და იფიქრეს” – სასტუმრო თბილისში, სადაც თავს სახლში იგრძნობთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ტუმ­როს, რო­გორც მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი გან­ვი­თა­რე­ბით რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს-სექ­ტო­რი, ისე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ამა­ში შე­სა­ბა­მის კა­პი­ტალ­საც დე­ბენ.

ამას­თან, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, მო­თხოვ­ნა არამ­ხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­სა და კომ­ფორ­ტის მქო­ნე სას­ტუმ­რო­ებ­ზე, არა­მედ, ისეთ რეს­ტორ­ნებ­ზეც გაჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­უ­კე­თე­სო შე­დევ­რებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ამ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო რეს­ტო­რა­ნი “ბარ­ბა­რეს­თან”, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და უკვე სა­კუ­თარ ად­გილს იმ­კვიდ­რებს Taste Tbilisi Hotel, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად სულ უფრო მეტი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს.

რო­გორ შე­იქ­მნა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ბა­ზარ­ზე მათი წარ­მა­ტე­ბა – ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს Taste Tbilisi Hotel-ის დი­რექ­ტო­რი ან­დრია ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი დე­ტა­ლუ­რად ესა­უბ­რა.

https://bit.ly/2E5Qzuk

 


“სინერჯი კაპიტალმა“ „ქარელის ხილთან“ და „ჩაიმანიასთან“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

image00067

კომპანია „სინერჯი კაპიტალისა“ და „ქარელის ხილის“ პარტნიორებს შორის დამფუძნებელთა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

დღესვე, „სინერჯი კაპიტალმა“ გააფორმა დამფუძნებელთა შეთანხმება ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელ „ჩაიმანიასთან“.

როგორც კომპანია „სინერჯი კაპიტალში“ განმარტავენ, პოტენციალის მკაფიო ხედვიდან გამომდინარე, „სინერჯი კაპიტალმა“ მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო „ქარელის ხილში“, რომელიც დღეს უკვე ადგილობრივ ბაზარზე ფლობს 20%-ს და წარმოდგენილია 11 მაღაზიაში (ქსელში) 15 პროდუქტით.

„ქარელის ჩირის“ ძირითადი მიზანია მოსახლეობამ არსებული ტკბილეულობა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ქართული ხილისგან წარმოებული პროდუქციით. დღეიდან „სინერჯი კაპიტალის“ გადაწყვეტილებით, მაღალი ხარისხის ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელი „ჩაიმანია“, მისი პორტფელური კომპანია გახდება. დღეს კომპანია „ჩაიმანია“ წარმოდგენილია თბილისში 7 სარეალიზაციო წერტილით, სავაჭრო ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებში.

„სინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული კომპანიის მიზანია ბაზარზე მოძებნოს კომპანიები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ძალიან სწრაფად გაიზარდონ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში და დაეხმაროს მას სისტემურ და ინსტიტუციონალურ განვითარებაში.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ ექსპორტის ბაზრებზე, იმპორტის ბაზრების ჩანაცვლებაზე და მოვახერხოთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქსელი განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. ამ ორ კომპანიაში ჩვენი კომპანია შედის წილობრივი მონაწილეობით და დაიწყება ინსტიტუციონალური განვითარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე კომპანიას აქვს პოტენციალი, გაიზარდოს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში 5-ჯერ და მეტჯერ და სწორედ ეს იქნება ჩვენი ამოცანა. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ორივე კომპანიას ძალიან ღირებული პროდუქცია აქვს. ჩირი, რომელსაც „ქარელის ხილი’“ უშვებს, არის ძალიან მაღალი ხარისხის. მიზანი იქნება, რომ განვითარდეს როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე ექსპორტზე გავიდეს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომპანია „ქარელის ხილის“ დირექტორის, გიორგი კვირიკაძის განცხადებით, დღეს მისი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„დღეს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც „ქარელის ხილში“ შემოდის კომპანია „სინერჯი კაპიტალი“ და ის აქციონერი ხდება. ხდება ასევე კაპიტალის დამატებით 200 ათასი დოლარით გაზრდა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ვაპირებთ შევქმნათ ახალი პროდუქცია, გავიდეთ ახალ ბაზრებზე და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი კომპანიის განვითარებას“, – აღნიშნა კვირიკაძემ.

თავის მხრივ, კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ მმართველი პარტნიორის, პაპუნა ტოლიაშვილის განცხადებით, შეთანხმება გაფორმდა ორ ძალიან კარგ კომპანიასთან.

“ორი კარგი კომპანია ემატება ჩვენს პორტფელს და ვიწყებთ მათ ძალიან აქტიურ განვითარებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, კომპანიები შემდეგ 3 წელიწადში სულ მცირე 3-ჯერ გაიზრდება და გაახარებს თავის ქართველ მომხმარებელს“, – განაცხადა ტოლიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: “სინერჯი კაპიტალმა” “ქარელის ხილთან” და “ჩაიმანიასთან” პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა


სინერჯი კაპიტალი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს 2018 წლის 9 ნოემბერს შეხვდა

DSC_0022

სინერჯი კაპიტალი აქტიურად განაგრძობენ მომავლის ლიდერ ორგანიზაციებთან შეხვედრებს. ამ შეხვედრების მიზანია რაც შეიძლება ბევრმა კომპანიამ გაიგოს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლის შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია და გახდნენ ჩვენი პარტნიორები.

ამჯერად შეხვედრა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან შედგა(Georgian SME Association / საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია), რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძეც ესწრებოდა. პრეზენტაცია სინერჯის კაპიტალის პარტნიორების თანადირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაატარა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, პრეზენტაციის განმავლობაში და კითხვა პასუხის დროსაც მოწვეული ასოციაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომავლის ლიდერ კომპანიებს შევხვდეთ და დავიწყოთ მათთან ერთად სამომავლო პოტენციალზე მუშაობა, ამისათვის დაგვიკავშირდით ან შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://bit.ly/2EIS5Uw
ტელ: 032 2 437 000