მედიქოლი

 

მედიქოლი სამედიცინო სერვისის პროვაიდერი კომპანიაა საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე, რომელიც არის დამაკავშირებელი რგოლი პაციენტსა და ექიმს შორის, ამასთან მედიქოლის სერვისი არის უფასო პაციენტებისთვის 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.

მედიქოლი შეიქმნა 2014 წლის აგვისტოში, კომპანიას ქვს პოტენციალი გახდეს სანდო სამედიცინო პლატფორმა/პარტნიორი, რომელიც ადამიანებს გაახსენდებათ როცა დასჭირდებათ კვალიფიციური ექიმი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

მედიქოლის პროდუქტებია:

  • ექიმთან ჩაწერა;
  • აქციები;
  • განვადება.

მედიქოლის დანიშნულება არის: რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს კვალიფიციური, სანდო და მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისის მიღებაში კომფორტულად, ხელმისაწვდომობის გაზრდით.

დღეის მონაცემებით მედიქოლი თანამშრომლობს 127 კლინიკასთან, საიდანაც 10 დაემატა 2018 წელს.

 


თეისთ ჰოტელი

 Image may contain: text

Taste Group არის სინერჯი კაპიტალისა და რესტორან ბარბარესთან დამფუძნებლების ერთობლივი პროექტი, რომელიც შეიქმნა 2018 წელს.

ორგანიზაციის მისიაა საქართველოს – როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის განვითარება, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის დაუვიწყარი, ქართული მასპინძლობითა და ადგილობრივი კულტურის, გემოსა და გარემოს ზიარებით.

 


ჩაიმანია

No photo description available.

ჩაიმანია არის ჩაის, ყავის, ჭურჭლის და ტკბილეულის ქსელი, რომელიც მოწყობილია ძველ ინგლისურ სტილში.  მაღაზიებში წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაი და ჩაისებრი სასმელები მთელი მსოფლიოდან. მთელი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი მოთავსებულია გამჭირვალე ქილებში და შესაძლებელია მინიმუმ ერთი უნციის (28.35 გრ) შეძენა. პროდუქტების მრავალფეროვნება და მაღალხარისხიანი მომსახურება არის ყველა კლიენტის მოთხოვნებს დაკმაყოფილების გარანტი.

 


ქარელის ხილი “ჩიკორი”

download

 

„ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ 2015 წელს შეიქმნა. კომპანია უშვებს ქლიავის, გარგრის, ლეღვის, საზამთროს, ხურმის, ატმის, ვაშლის და ნესვის ჩირს. აქვს ჩირი შოკოლადში. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გააქვს პროდუქცია ექსპორტზე.
კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირის დამზადება. სერთიფიცირებულია ჰასპის და აისოს მიერ.

ქარელის ხილის საქმიანობის დანიშნულებაა ქართული, ეკოლოგიურად სუფთა, არომატული ხილისგან დამზადებული წასახემსებელი პროდუქტები შეაყვაროს რაც შეიძლება მეტ ადამიანს და მოსახლეობამ არსებული ტკბილეულობა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ქართული ხილისგან წარმოებული პროდუქციით.

 


კარიერული წარმატების ჯგუფი

0

CSG-ის დანიშნულება არის რაც შეიძლება მეტი, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანის კარიერული განვითარების უზრუნველყოფა დროის ნებისმიერ მომენტში.

შესაბამისად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს საქართველოში სიამოვნებდეს ის საქმე რასაც აკეთებს, მოსწონდეს ის ორგანიზაცია, სადაც არის დასაქმებული და მუდმივად ვითარდებოდეს.

განსხვავება სტანდარტული HR აუთსორს და საკონსულტაციო კომპანიებისგან არის ის, რომ CSG-ის შემთხვევაში კლიენტი არის ფიზიკური პირი, დასაქმებული და არა დამსაქმებელი. შესაბამისად ანაზღაურებასაც იღებს მათგან.

  • ადამიანები, რომლებიც გაერთიანდნენ საერთო მისიით – შექმნან ღირებულება საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
  • პროფესიონალი ფსიქოლოგების გუნდი, რომელიც მზადაა დაგეხმაროთ, თუ თქვენ: გჭირდებათ ერთგული და კომპეტენტური მედიატორი, რათა არ შეანელოთ პროფესიული ზრდის და განვითარების ტემპი;
  • გეხმარებიან თქვენთვის სასურველი წარმატების მიღწევაში და თქვენთან ერთად გეგმავენ თქვენი განვითარებისთვის საჭირო რელევანტურ პროგრამებს.
    • გსურთ განვითარდეთ და შეძლოთ საკუთარი პიროვნული კაპიტალის სწორად და მოკლე ვადებში რეალიზება;
    • არ ხართ კმაყოფილი მიმდინარე სამსახურით / თანამდებობით / გარემოთი /სარგებლებით;
    • ხშირად განიცდით წარუმატებლობას სამუშაოს ძიების დროს;
    • ხართ მომავალი პროფესიის ძიების ეტაპზე.
  • კომპანიის მთავარი უპირატესობაა წამყვან, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში არსებულ გაცხადებულ თუ გაუცხადებელ ვაკანსიებზე წვდომა.
  • კომპანიის მთავარი უპირატესობაა წამყვან, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში არსებულ გაცხადებულ თუ გაუცხადებელ ვაკანსიებზე წვდომა.

 


სახალხო აფთიაქი

Saxalxo Emblema2

ფარმაცევტული კომპანია „სახალხო აფთიაქი“  დაარსდა 2004 წელს.

სახალხო აფთიაქმა ჩამოაყალიბა საუბნო კონცეფცია - ახალი აფთიაქების გახსნა მასშტაბირებისთვის, სადაც ძირითადი სტრატეგიაა კერძო აფთიაქების დამატება.

კომპანიის მისიაა მოსახლეობას შეთავაზოს თანამედროვე, მაღალი ხარისხის მომსახურება, იყოს ყველგან, სადაც მოსახლეობას სჭირდება ფარმაცევტული მომსახურება, მათ შორის ძნელად მისადგომ ადგილებში.

შექმნან მომხმარებლისთვის სასიამოვნო გარემო. გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია, მათ შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ჯანსაღი კვებისა და პროფილაქტიკური ნატურალური ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ.

კომპანიას სურს მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი მედიკამენტები – მინიმალურ საბაზრო ფასებში.

სახალხო აფთიაქის დევიზია – საიმედო ფარმაცია ყველასთვის.


8000 მოსავალი

კომპანიის მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაასინჯონ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.

ეს გზა  ქალაქის ურბანულ ნაწილში მაღაზია/ბარის გახსნით დაიწყო.  ქალაქის მოსახლეობას სჭირდება მსგავსი ადგილები, რათა განვითარდეს ღვინის სმის კულტურა და კარგი ღვინის დაფასება. ამის შემდეგ თვითონ მეღვინეობებსაც უფრო დიდი სურვილი ექნებათ უკეთესი ღვინის წარმოების, რადგან ქართველი ქართულის ყველაზე კარგი შემფასებელია.

კარგი ღვინოების შესაგროვებლად შეიქმნა დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, სადაც პერიოდულად ახალ-ახალ დეგუსტატორებს ვიწვევთ. ყოველ თვიურად 100-მდე ღვინოს ვსინჯავთ დაგუსტაციის ფარული მეთოდით და დღემდე 2500-ზე მეტი ღვინიდან 800 გამოვარჩიეთ. ღვინის შერჩევის კომპანიის მიდგომა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, კარგი ღვინო ქართველ მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარობა მოიპოვონ. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია მიაწოდოს საკუთარი ღვინო და სადეგუსტაციო კომისიის მხრიდან მოწონების შემთხვევაში, 8000 მოსავლის მაღაზიის თაროებზე მოხვდეს.

ყველა ეს ღვინო თაროებზე ჯიშების და ადგილწარმოშობების მიხედვით ეწყობა, რის შემთხვევაშიც ყველა მეღვინეობა თანაბარ პირობებშია. არ ხდება უპირატესობების მინიჭება მწარმოებელის მიხედვით თაროზე. ჩვენი სტუმრებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ამ მიდგომით სასურველი ღვინის მოძიება.

კარგი ღვინო არ არის მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი ადამინების სასმელი. დღევანდელი მეღვინეობები იძლევიან საშუალებას ეკონომიურ ფასად იყოს მათი ღვინო ხელმისაწვდომი მაღაზიაში. ჩვენც, ხელი რომ შევუწყოთ კარგი ბოთლის ღვინის პოპულარობას, ბარში მაღაზიის ფასით ვემსახურებით ღვინოზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე.