bმომსახურების მიზანი და შედეგი

ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის მიზანია დაეხმაროს დამკვეთს ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის დანიშნულების განხორციელებას.

ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის სრულად გამართვა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

I ეტაპი – ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება.

II ეტაპი – ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვაში მხარდაჭერა.

III ეტაპი – ახალი სტრუქტურის მიხედვით შრომის ანაზღაურების, ანგარიშგების, შეფასების და მოტივაციის სისტემის ფორმირება.

 

I ეტაპი – ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება

პროექტის შედეგად დამკვეთი იღებს:

1. ორგანიზაციულს სტრუქტურას
მართვის საერთო კონცეფცია – როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები ტოპ მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის, რა ქვედანაყოფები არსებობს, როგორია მათი ურთიერთდამოკიდებულება და რა მუდმივმოქმედი კოლეგიალური/სათათბირო ორგანოები არსებობს, რომ მოდელმა გამართულად იმუშაოს.

2. სტრუქტურული ერთეულების სამუშაო აღწერებს
ცალკეული ქვედანაყოფის მიზანი, ამოცანები, ძირითადი ფუნქციების და პასუხისმგებლობები. ცალკეული კოლეგიალური მართვის ორგანოსთვის (საბჭო, კომიტეტი) მუშაობის რეგლამენტი და დებულება.

3. ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმას
დროში გაწერილი მოქმედებათა გეგმა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზაცია არსებული სტრუქტურიდან ახალ მოდელზე გადავიდეს და მან გამართულად დაიწყოს მუშაობა.

მომსახურების პირობები

პროექტის ხანგრძლივობა: ორგანიზაციის ზომიდან გამომდინარე პროექტი შეიძლება გაგრძელდეს 3-დან 8 კვირამდე.
პროექტის ღირებულება: ორგანიზაციის ზომიდან და სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე პროექტის ღირებულება მერყეობს 3,000$-იდან 15,000$-მდე.

 

II ეტაპი – ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვაში მხარდაჭერა 

ამ ეტაპზე სინერჯი ჯგუფის მხრიდან სრულდება შემდეგი სამუშაოები:

  • ახალი სტრუქტურის კომუნიკაცია თანამშრომლებთან;
  • ვაკანტური პოზიციების დაკომპლექტებაში მხარდაჭერა;
  • კოლეგიალური ორგანოების (კომიტეტები, საბჭოები) ამოქმედება.

 

III ეტაპი – ახალი სტრუქტურის მიხედვით შრომის ანაზღაურების, ანგარიშგების, შეფასების და მოტივაციის სისტემის ფორმირება 

პროექტის შედეგად დამკვეთი იღებს:

  1. განახლებულ სახელფასო ბადეს;
  2. მოტივაციის სისტემის კონცეფციას;
  3. ანგარიშგების სისტემას;
  4. შეფასების პროცედურას, შეფასების პარამეტრებსა და კრიტერიუმებს;
  5. მოტივაციის სისტემის დანერგვის გეგმას.

მომსახურების პირობები

პროექტის ხანგრძლივობა: ორგანიზაციის ზომიდან გამომდინარე პროექტი შეიძლება გაგრძელდეს 4-დან 10 კვირამდე.
პროექტის ღირებულება: ორგანიზაციის ზომიდან და სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე პროექტის ღირებულება მერყეობს 3,000$-იდან 15,000$-მდე.