22280ორგანიზაციული სტრუქტურების მნიშვნელობას ყველაზე კარგად მენეჯმენტი მაშინ ხვდება, როცა სტრუქტურის ანალიზს ისმენს. ანალიზის მიზანია გამოავლინოს სტრუქტურაში არსებული ხარვეზები და ის სისტემური პრობლემები, რომელსაც ეს ხარვეზები შეიძლება იწვევდეს.

სტრუქტურის ანალიზი რამდენიმე დონეზე შეიძლება გაკეთდეს, მენეჯმენტის სურვილიდან გამომდინარე:

  • პირველ დონეზე ეს ხდება მხოლოდ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამის საფუძველზე.
  • მეორე დონეზე დამატებით ტარდება რამდენიმე ინდივიდუალური ინტერვიუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან, სადაც დიაგრამის ანალიზიდან გამომდინარე ჰიპოთეზების ტესტირება ხდება.
  • მესამე დონეზე ემატება ინდივიდუალური ინტერვიუები საშუალო რგოლის მენეჯერებთან და ამის საფუძველზე უფრო დეტალური ანალიზის მომზადება ხდება.
თუმცა, ნებისმიერ დონეზე გაკეთებული სტრუქტურის ანალიზი ორგანიზაციის მენეჯმენტს ანახებს ისეთ სისტემურ პრობლემებს, რომელიც უამრავ ფულს, დროსა და ენერგიას აკარგვინებს მას.

მხოლოდ 2013 წელს 50-ზე მეტი ორგანიზაციის სტრუქტურის ანალიზი აქვს სინერჯი ჯგუფს გაკეთებული.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ (995 322 990 771), მოგვწერეთ (structures@synergy.ge) ან ქვემოთ მითითებული ფორმის მეშვეობით გამოგვიგზავნეთ თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურის დიაგრამა და ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში ჩაგაბარებთ ანალიზს.

სახელი:

ელ-ფოსტა:

დასახელება:

ტექსტი:

ფაილის მიბმა: